Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ტყვიავში ოქრუაშვილის ბიძამ ძაღლს ესროლა
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბიძამ თანასოფლელის,
ნინო მწითურის ძაღლს ესროლა. ამის გამო, ტყვიავის შს განყოფილებაში
გამოძიება 259-ე მუხლით, 2018 წლის 6 თებერვალს დაიწყო.
ნინო მწითური ამბობს, რომ ელგუჯა ოქრუაშვილმა ძაღლი, ორი ფრინველის გამო, გაიმეტა და ,,გეკო“ ესროლა. ,,თანასოფლელებმა შეაკავეს, თორემ კიდევ უნდოდა ესროლა და მოეკლა“ - ამბობს ნინო მწითური.
ელგუჯა ოქრუაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან აცხადებს, რომ ,,ჰასკი“ პირადად მას დაესხა თავს და, ამიტომ, სანადირო თოფით დაიცვა თავი. ასევე, ამბობს, რომ ძაღლმა ფრინველი გაუნადგურა.
დაჭრილი ,,ჰასკი“ გადარჩა და ოპერაცია ჩაუტარეს. ნინო მწითური დღემდე მკურნალობს. შემთხვევა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფელში მოხდა.
,,როგორც კი კარებს ღიას დაინახავს, გარეთ გარბის. ზუსტად, იმ დღეს ჩემი მამამთილი შეუძლოდ იყო. ვეღარ შეძლო ძაღლს გადევნებოდა. არავის არაფერს უშავებს. ეხლაც ხომ ავად არის, მაგრამ ადამიანებს რომ დაინახავს, უნდა, რომ წამოდგეს და ეთამაშოს. ელგუჯა ამბობს, რომ ძაღლმა ორი ქათამი მომიკლა და მაწანწალა ძაღლი მეგონაო. თუ ქათმები მოუკლა, იმ ორი ქათმის ფულს გადავუხდიდით და ზარალს ავუნაზღაურებდით. ის დახოცილი ქათმებიც არავის უნახავს. როგორც კი, ეს ამბავი მოხდა, ჩემმა დედამთილმა პოლიციას დაურეკა,“ - ამბობს ნინო მწითური.

ელგუჯა ოქრუაშვილს იარაღი ჩამოართვეს. ის გამოძიებამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
,,ეს იარაღი სანადირო თოფია. მე გაფორმებული მქონდა ოფიციალურად. არც კი ვიცოდი, ვისი ძაღლი იყო. ეგენი ერთი კილომეტრის მანძილზე ცხოვრობენ, არც კი ვიცნობ მაგ ხალხს. ფაქტი მოხდა, ვაღიარებ, მაგრამ თქვენ რას იზამდით, ძაღლი რომ თავს დაგხსხმოდათ?“ - ამბობს ელგუჯა ოქრუაშვილი.
,,ჰასკის“ დაჭრის ამბავი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კლინიკა ,,მარკოს“ ხელმძღვანელმა ირმა მთიულიშვილმა უამბო. ირმა მთიულიშვილის თქმით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, რადგან ამ საქმეში, შესაძლო დაინტერესების მიზნით, ადგილობრივი ტყვიავის განყოფილება არ უნდა ჩართულიყო.
,,გამომძიებელი ურეკავს ნინოს და სთხოვს, რომ მივიდეს ნოტარიუსთან, ხელწერილი დაწეროს, რომ პრეტენზია არ გააჩნია ელგუჯასთან. ვითხოვთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, აგოს პასუხი ამის ჩამდენმა. გარდა ამისა, ყურადღებაც კი არ მიუქცევია იმისთვის, რა მდგომარეობაში ჩააგდო ოჯახი“ - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, კანონით ისჯება ძაღლის წამება და არადამიანური მოპყრობა.
,,ეს დღეები საშინელება გამოვიარეთ. ყოველ ღამე შეშინებული ძაღლი იწყებს წკმუტუნს. სახლში 6 თვის ბავშვი მყავს, ცალკე ბავშვი ტირის, ცალკე ეს ძაღლი“ - ამბობს ნინო მწითური.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |