Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ღვთისმშობლის ეკლესია უფლისციხეში, სადაც უშვილო ქალები ღამეს ათევდნენ
,,დედაღვთიშობელი" - ასე უწოდებენ სოფელ უფლისციხის ძველი
მცხოვრებლები ეკლესიას, რომელიც ნასოფლარის თავზე, კლდეშია
გამოკვეთილი. ადგილმდებარეობის მიხედვით, ციხე-ქალაქის არქიტექტურულ
სტრუქტურას მოწყვეტილია, თუმცა, უფლისციხის კომპლექსის შემადგენელ
ნაწილად ითვლება.
არქეოლოგებმა სალოცავს უფლისციხის ,,დასავლეთი ეკლესია" უწოდეს. თ. ქარუმიძე ფიქრობს, რომ ეკლესიად გადაკეთებულია ელინისტური ხანის სალოცავი.
სალოცავი ხის ფიცრებისგანაა დაცული. დღესაც შემორჩენილია ნივთები, რომელიც უშვილო ქალის საცხოვრებლად და გასათენებლად გამოიყენებოდა. კლდიან ბაქანაზე ხალიჩაა გაფენილი. საკურთხეველში ხატები აწყვია. გარეთ ცეცხლის ასანთები ადგილი კვლავაც შემორჩენილია.
უფლისციხელები ამბობენ, რომ აქ ღამის გასათევად სხვადასხვა სოფლებიდანაც მიდიოდნენ. ის ქალი, ვინც რწმენით დაიძინებდა სალოცავში, მას აუცილებლად ჩაესახებოდა ნაყოფი.
მისასვლელად კლდეზე საფეხურებია ამოკვეთილი. საფეხურები აქვს საკურთხეველსაც. ამჟამად, სალოცავში უფლისციხის ვიზიტორები არ დადიან.
არქეოლოგი დავით (დურსუნ) ხახუტაიშვილი (პირველი მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების ექსპედიციის ხელმძღვანელი) წერს, რომ უფლისციხის საკულტო ადგილები მთელს ამიერკავკასიაში განთქმული იყო. მისი აზრით, საკურთხევლები მართკუთხა პოდიუმებითა და თავისი შენაწირებით, წარმართული საკურთხევლებია. მათი არსებობა ახსნილია იქ მცხოვრებთა წარმართული რელიგიის კულტმსახურებისადმი ერთგულებით.
შემდგომ წლებში, ასეთი საკულტო ადგილები, უშუალოდ, საცხოვრებელ ტერიტორიაზეც აღმოაჩინეს. ზოგიერთი საკურთხეველი იდგა საგანგებოდ კონსპირირებულ ნაგებობაში, სადაც მოხვედრა შეიძლებოდა მხოლოდ იატაკის ქვეშ მოწყობილი საიდუმლო ხვრელით. ვისგან ცდილობდნენ ამ საკურთხევლების კონსპირირებას? რა თქმა უნდა ქრისტიანი მრევლისაგან. 1982 წელს ძეგლის გამთხრელის, გ. რჩეულიშვილის აზრით, უეჭველია, რომ იქ სრულდებოდა წარმართული საიდუმლო კულტმსახურებები.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |