Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
„სამურაი კრაზანა“ არ ესხმის თავს ცხოველებსა და ადამიანებს, ასევე არც სხვა მწერებს"
„სამურაი კრაზანას“ საქართველოში შემოყვანაზე ჯერ საუბარიც არ არის,- ამის შესახებ შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ისაუბრა. ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბუნებრივი მტრის საქართველოში შემოყვანამდე სჭიროა განხორციელდეს კვლევები, რაც ამ დრომდე არ დაწყებულა. სამეცნიერო შესწავლისთვის კი აუცილებელია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, რომლის მოდერნიზაციაც ანასეულში უკვე მიმდინარეობს.

გასულ კვირას გავცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძლო გზად საქართველოში მისი ბუნებრივი მტრის შემოყვანას განიხილავს. რასაც მოსახლეობის მხრიდან კრიტიკული კითხვები მოჰყვა. საზოგადოების განწყობის ერთ-ერთი მიზეზი მწერის შესახებ არასწორი და არასრული ინფორმაცია იყო.

„სამურაი კრაზანა“ არის საშუაკოდ ერთი მილიმეტრის (0,5-1,5 მმ) მწერი, ის ზომით გაცილებით ჩამოუვარდება ფაროსანას. უმეტესად, 90 %-ზე მეტ შემთხვევებში, აზიანებს მხოლოდ ფაროსანას კვერცხს. „სამურაი კრაზანა“ საკუთარ კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხში დებს, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ "სამურაი კრაზანა" იჩეკება.

ფაროსანა საშუალოდ 200 კვერცხს დებს, ხოლო ერთ მდედრ კრაზანას მათგან მაქსიმუმ 40-ის პარაზიტირება შეუძლია.

„სამურაი კრაზანა“ არ ესხმის თავს ცხოველებსა და ადამიანებს, ასევე არც სხვა მწერებს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი გვეუბნება, რომ იაპონური კრაზანა, შემოყვანის შემთხვევაში, არ შეუქმნის საფრთხეს ქართული ფუტკარის პოპულაციას. შესაძლო რისკების შესახებ, ინფორმაცია გასული წლის შემოდგომაზე ვრცელდებოდა.
გასულ კვირას სოციალურ ქსელში იაპონური კრაზანასთან დაკავშირებით კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისი ფოტოებით, თითქოსდა მწერი ადამიანისთვისაც საფრთხის შემცველია. სპეციალისტები არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ინფორმაცია მცდარია და ფოტოები არ ასახავს რეალობას.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.




Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.