Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ცხინვალში საპროტესტო აქცია გაიმართა
ცხინვალის ეკლესიის წინ აქცია გაიმართა, სადაც საომარი მოქმედებების
შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ფოტოები
გამოფინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის წევრებმა ბოლოს დროს,
დე-ფაქტო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გააპროტესტეს,
რომელსაც 23 თებერვალს, ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას მოჰყვა.
დე-ფაქტო რესპუბლიკის მედიის ცნობით, აქციაზე 400-მდე ადამიანი, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ.
პლაკატებზე, რომელიც უფროსკლასელებს ეკავათ, შემდეგი ლოზუნგებია გაკეთებული: "საქართველო, ჩვენი შვილების ნარჩენები დაგვიბრუნეთ", "ევროკავშირი მხარს არ უჭერს საქართველოს ტერორს ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ", "საქართველო პასუხს აგებს 145 დაკარგულ ოსზე".
"ჩვენს ტკივილს არ უსმენენ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის ხაზს უსვამს დემოკრატიული ნორმების დაცვას, მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ, საერთაშორისო დონეზე, ხმა აღიმაღლა ერთ-ერთი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამო. მკაცრი მოთხოვნები ისმის მისი ცხედრის ექსტრადიციისთვის. მაგრამ, ვინ მოიკითხავს ჩვენი ბიჭების ნარჩენებს, რომლებიც საქართველოში დაიღუპნენ", - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა როზა ვალიევამ.
მიტინგზე 90-იან წლებში დაღუპული მოქალაქეების ნათესავებიც იმყოფებოდნენ. სიტყვით გამოვიდა იმ პერიოდის მოძრაობის, ,,ადამონ ნიხასის" წევრი ზარა ჩოჩიევიც, რომლის მეუღლეც მაშინ დაიღუპა. მიტინგზე 2008 წელს გაუჩინარებული ალან ჩოჩიევის, ალან ხუგაევის და სულთან ფილიევის ოჯახის წევრებიც მივიდნენ. ალან ხუგაევის დეიდამ თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა გადაეცეს საქართველოს ხელისუფლებას.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. დე-ფაქტო რესპუბლიკას ოჯახისთვის ცხედარი ამ დრომდე არ დაუბრუნებია. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, აშშ-ს საელჩო პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის რუსეთის ფედერაციაში გაგზავნეს.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გადაეცემა საქართველოს ხელისუფლებას.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |