Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ამერიკელი სპეციალისტები ფერმერებს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან
,,ყველაზე მთავარი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მისი დროული
მონიტორინგია“, სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრებ
ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამერიკელმა
სპეციალისტებმა გაუზიარეს. ისინი რეგიონში სურსათის ეროვნული
სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავებში არსებულ
მდგომარეობას გაეცნენ.
ამერიკელმა სპეციალისტებმა მონიტორინგის პროცესში ფერმერების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პირველ ინფორმაციას სახელმწიფოსა და სამეცნიერო წრეებს, უშუალოდ, თხილის მწარმოებლები უნდა აწვდიდნენ. მათი თქმით, ამერიკაში პლანტაციებში აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხელსაწყოებია დამონტაჟებული, მოკლული მავნებლის რაოდენობა კი მისი გავრცელების მასშტაბურობასა და სხვა ფაქტორების დადგენაში ეხმარებათ.
,,აშშ აზიურ ფაროსანას უკვე წლებია ებრძვის. პროცესი შრომატევადია, მასში კი უმთავრესი დროული მონიტორინგია. პლანტაციებში ამერიკელ ფერმერებს მავნებლის მოსაზიდი ხელსაწყოები აქვთ განთავსებული, შემდეგ ნახულობენ რა ზომისაა მწერი, რამდენი მოკვდა და ა.შ. ეს ინფორმაცია ბევრი დეტალის დაზუსტებაში გვეხმარება. ვხვდებით, რა ოდენობით და რა მასშტაბზეა გავრცელებული ბაღლინჯო. ამ ყველაფერს აკეთებს ფერმერი, შემდეგ კი ინფორმაციას სახელმწიფოს აწვდის. აუცილებელია პროცესში ფერმერებმა იაქტიურონ." - განაცხადა კომპანია TRECE Inc -ის ხელმძღვანელმა ბილ ლინგერმა.
მეცნიერებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიურობას გაუსვეს ხაზი. მათი განმარტებით, მავნებლისგან მომდინარე ზიანის შემცირება მხოლოდ მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება.
აშშ-ში ბაღლინჯო პირველად, 2001 წელს, პელსილვანიის შტატში დაფიქსირდა, 2010 წელს ფაროსანა უკვე 34 შტატში იყო გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაროსანასთან ბრძოლისთვის თითქმის 20 წელი დასჭირდა.
ამერიკელი მეცნიერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებთან ერთად, ფერმერებთან შეხვედრას აჭარაშიც გამართავენ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |