Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ძაღლების დასაჭერად გორში სპეციალური ფორმებით აღჭურვილი პირები გამოჩნდებიან
გორის საკრებულოს წევრები, დღეს, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის დირექტორს თამარ აფციაურს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქალაქ გორში, მიუსაფარი ძაღლებისგან მოქალაქეების დაკბენის შემთხვევებს და, მისი აღმოფხვრის მიზნით, თავშესაფრის თანამშრომლების მხრიდან გაწეულ მუშაობას.

,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი საკრებულოში, მიშა გოგინაშვილი ამბობს, რომ თავშესაფრის მუშაობით მას შემდეგ იქნება კმაყოფილი, როდესაც მოსახლეობა იქნება კმაყოფილი.

,,ქალბატონმა თამარმა წარმოადგინა თავისი შეხედულებები, ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს და, ასევე, ისაუბრა იმაზეც, რა ხელისშემშლელი ფაქტორები ახლავს. ეს პირველ რიგში ეხება ძაღლების მიგრაციას" - აცხადებს მიშა გოგინაშვილი.

მისი განმარტებით, თავშესაფარს არა აქვს ლაბორატორია, სადაც, მაგალითად, აგრესიული ძაღლების დაძინება მოხდება:

,,გვითხრა, რომ ყოველდღიურად 5-6 ძაღლს უტარებენ ოპერაციას - სტრელიზაციას და კასტრაციას. არის ისეთი ძაღლები, რომლებიც ამ ოპერაციის შემდეგ, მაინც აგრესიულები რჩებიან. ამიტომ, კინოლოგების შეფასებით, ასეთი ძაღლები უნდა დააძინონ. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა თავშესაფარმა მოაწყოს ლაბორატორია, სადაც კინოლოგი ეყოლებათ და ძაღლების დაძინებას გადაწყვეტენ. ჩვენ ამ კუთხით მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ხარჯთაღრიცხვაც წარმოადგინა, თუ სავარაუდოდ რა დაჯდება ასეთი ლაბორატორიის მოწყობა. ჩვენ სხვა გეგმებიც გვაქვს, რაც გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ ის, რაც უახლოესი დღეების განმავლობაშია გასაკეთებელი, იმაზეც ვისაუბრეთ," - ამბობს მიშა გოგინაშვილი.

კერძოდ, უახლოეს დღეებიდან, გორის თავშესაფრის თანამშრომლები, სპეციალური ფორმებით, მანქანით და ხელსაწყოებით ივლიან ქალაქში და აგრესიული ძაღლების დაჭერას დაიწყებენ.

მიშა გოგინაშვილი აცხადებს, რომ საკრებულო რეგულაციების თაობაზე, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მაგალითად, იმაზე უკეთესს, ვიდრე ხაშურის მუნიციპალიტეტს აქვს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, თუ რა რეგულაციები არსებობს ხაშურში.

,,რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ ხაშურის მაგალითი, ჩვენი იურისტები უკვე იწყებენ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით, პროექტის მომზადებას. გვინდა, რომ უფრო უკეთესი რეგულაციები შემოვიღოთ" - განმარტავს გოგინაშვილი.

თამარ აფციაურმა აღნიშნა, რომ ქალაქ გორში ძაღლების მიგრაცია გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში იმით, რომ სხვადასხვა რაიონიდან ძაღლებს ქალაქში უშვებენ, განსაკუთრებით, ეს გორის რაიონის მოსახლეობას ეხება. ძაღლების დიდი რაოდენობის გამო, ყველა მათგანის მოთავსება თავშესაფარში ვერ ხერხდება.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.