Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორელმა ბიზნესმენებმა ,,გორის აღორძინების ფონდი“ დააფუძნეს
ცნობილმა გორელმა ბიზნესმენებმა ზაურ საგანელიძემ და ზურაბ
წკრიალაშვილმა ,,გორის აღორძინების ფონდი“ 2018 წლის 12 მარტს
დააფუძნეს. დამფუძნებლებს შორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძეა
,,ევროპული საქართველოდან“. რაც შეეხება მეოთხე დამფუძნებელს, ის 22
წლის ვახტანგ საბანაძეა.
ფონდის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კახა ბურჯანაძემ განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას და, მათ შორის, ჟურნალისტებს იმ მიზნებსა და ამოცანებს გააცნობენ, რომლის განხორციელება ფონდის წევრებს აქვთ დაგეგმილი.
,,ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. ამის თაობაზე, დეტალურად ვისაუბრებთ იმ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას და მედიას აუცილებლად დავპატიჟებთ,“ - გვითხრა კახა ბურჯანაძემ.
ფონდის წესდების მიხედვით,
საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
1. საქველმოქმედო საქმიანობა
2. საქველმოქმედო პროექტების შექმნა და დაფინანსება
3. ახალგაზრდული პროექტების და აქტივობების ორგანიზება
4. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება
5. სოციალურად დაუცველებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელება
6. სახალხო დიპლომატიის განვითარება
7. სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის მიღება
8. საარჩევნო პროცესებშ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.
,,გორის აღორძინების ფონდის“ იურიდიული მისამართია თამარ მეფის ქ. #76. აქ განთავსებულია შპს ,,სამეგობროს“ ადმინისტრაცია (ხილის კონცენტრატების ქარხანა) და ასევე სასტუმრო ,,ვიქტორია.“
ამავე ოფისში
მდებარეობს ააიპ ,,გორელები“, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და რომლის
ყრილობა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა. ამ ყრილობაზე
ადგილობრივ მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები, სტალინის ძეგლის დადგმის
თაობაზე.
რაც შეეხება ახალ ორგანიზაციას, ,,გორის აღორძინების ფონდის“ დირექტორად ერეკლე ლაფაჩი დაინიშნა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაშია რეგისტრირებული.
ფონდის დამფუძნებლები ზაურ საგანელიძე და ზურაბ წკრიალაშვილი გორის ამჟამინდელი მერის, კოტე თავზარაშვილის მხარდამჭერები იყვნენ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მხარდამჭერი შეხვედრა ბიზნესმენებმა მომავალ მერთან, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გამართეს.
ფოტოები: 1. ,,გორელების" დაფუძნება (არქივი); 2. ზაურ საგანელიძე, 3. ზურაბ წკრიალაშვილი
ფონდის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კახა ბურჯანაძემ განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას და, მათ შორის, ჟურნალისტებს იმ მიზნებსა და ამოცანებს გააცნობენ, რომლის განხორციელება ფონდის წევრებს აქვთ დაგეგმილი.
,,ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. ამის თაობაზე, დეტალურად ვისაუბრებთ იმ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას და მედიას აუცილებლად დავპატიჟებთ,“ - გვითხრა კახა ბურჯანაძემ.
ფონდის წესდების მიხედვით,
საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიზნებია:1. საქველმოქმედო საქმიანობა
2. საქველმოქმედო პროექტების შექმნა და დაფინანსება
3. ახალგაზრდული პროექტების და აქტივობების ორგანიზება
4. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება
5. სოციალურად დაუცველებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელება
6. სახალხო დიპლომატიის განვითარება
7. სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის მიღება
8. საარჩევნო პროცესებშ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.
,,გორის აღორძინების ფონდის“ იურიდიული მისამართია თამარ მეფის ქ. #76. აქ განთავსებულია შპს ,,სამეგობროს“ ადმინისტრაცია (ხილის კონცენტრატების ქარხანა) და ასევე სასტუმრო ,,ვიქტორია.“
ამავე ოფისში
მდებარეობს ააიპ ,,გორელები“, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და რომლის
ყრილობა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა. ამ ყრილობაზე
ადგილობრივ მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები, სტალინის ძეგლის დადგმის
თაობაზე.რაც შეეხება ახალ ორგანიზაციას, ,,გორის აღორძინების ფონდის“ დირექტორად ერეკლე ლაფაჩი დაინიშნა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაშია რეგისტრირებული.
ფონდის დამფუძნებლები ზაურ საგანელიძე და ზურაბ წკრიალაშვილი გორის ამჟამინდელი მერის, კოტე თავზარაშვილის მხარდამჭერები იყვნენ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მხარდამჭერი შეხვედრა ბიზნესმენებმა მომავალ მერთან, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გამართეს.
ფოტოები: 1. ,,გორელების" დაფუძნება (არქივი); 2. ზაურ საგანელიძე, 3. ზურაბ წკრიალაშვილი
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








