Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
აპრილიდან დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასებს გაუზრდიან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს მინისტრი იგორ ნანიევი
თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ დე-ფაქტო
რესპუბლიკის მთავრობას თხოვნით მან მიმართა.
ცხინვალის მედიის ცნობით, გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას მილიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მიმდინარე წლის აპრილიდან მიიღებენ. ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია 50-დან 145%-ით.
ცხინვალის ე.წ. ,,ომონის" წევრებს ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ ფაქტზე ედავებიან. ადგილობრივმა პროკურატურამ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგების თაობაზე, ცხინვალის მედიაში აღარაფერია ნათქვამი.
2016 წლის 27 ნოემბერს, ცხინვალში, სასტუმრო ,,ალანიის" წინ, 21 წლის ახალგაზრდას ,,ომონის" წარმომადგენლებმა სცემეს. , ნაცემი ახალგაზრდა საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მოათავსეს.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ცემის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეო-მასალის მიხედვით, კამათი სიტყვიერი დაპირისპირებით იწყება. ,,ომონის" მხრიდან იარაღის გასროლასაც ჰქონდა ადგილი
ქალაქ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურამ 2017 წლის 29 დეკემბერს რესტორანში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის წარმომადგენლის, ედუარდ ჯიოევის ცნობით, სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ,,ომონის" წარმომადგენელი ფიგურირებს.
სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ცხინვალის მეორე საშუალო სკოლის ორ მეთერთმეტე კლასელ ბიჭს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. რესტორანშიჩხუბი სკოლის მოსწავლეებსა და სპეცრაზმელს შორის მოხდა.
სკოლის მოსწავლეებსა და ,,ომონის" წარმომადგენელს შორის მომხდარ ინციდენტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც გამოეხმაურა. ,,სპეცრაზმელის ქცევა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, ყოველთვის სხვების მაგალითს უნდა წარმოადგენდეს" - განაცხადა თიბილოვმა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრემა ძმებ ჯაბიევებს სცემეს. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
2018 წლის 1 მარტს დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ, ვიდეოს საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. ვიდეოს მიხედვით, ინალ ჯაბიევს და მის ტყუპ ძმას ფორმიანი მამაკაცები ფიზიკურად უსწორდებიან. ახალგაზრდების დახმარებას ქალბატონი და შუახნის მამაკაცი ცდილობენ. შემთხვევა ,,ბამის" დასახლებაში მოხდა.
ერთ-ერთ ძმას, ინალ ჯაბიევს ყბის მოტეხილობა დაუდგინა, ხოლო თავზე და შუბლზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ის ჩრდილოეთ ოსეთში ვლადიკავკაზის საავადმყოფოში მოათავსეს.

ფაქტი
1

2

ფაქტი 3

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |