Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
აძვის წმინდა გიორგის სალოცავი ,,წმინდა მუხის" ტყეში (PHOTO)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი მდებარეობს. მერვე-მეცხრე საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია წმინდა მუხის ტყეში დგას. ამ ტერიტორიას ამჟამად რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ.

ეკლესია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაქვემდებარებაშია, მიუხედავად ამისა, აძველები, ჯარიაშენელები და ახალუბნელები ამ სალოცავში მისვლას მაინც ცდილობენ.

მორიგი დაკავება გუშინ, 22 მარტს მოხდა. 41-წლის დავით გერკეული და 22-წლის იოსებ გუნდიშვილი წმინდა მუხის ტყეში მას შემდეგ ავიდნენ, რაც სახლში სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მოამთავრეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბიჭები ერთად მუშაობდნენ, შემდეგ კი, ეკლესიაში ასვლა გადაწყვიტეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი ნამდვილად დააკავეს სოფელ აძვისთავთან. აძვისთავს საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

წმინდა მუხის ტყეში არაერთი მოქალაქეა დაკავებული. დაკავებები მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრების მონიშვნა დაიწყეს. ამ არაღიარებული საზღვრებში, სწორედ, ეს ეკლესია მოექცა.

2014 წლის აპრილში ამ ადგილას დააკავეს ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის თანამშრომელი, მიხეილ მიხოევი.

2015 წლის მაისში დააკავეს ადგილობრივი სამი მკვიდრი - დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი. ისინი ეკლესიაში ოჯახის წევრებთან ერთად, იყვნენ. ქალები და ბავშვები გამოუშვეს.

2016 წლის ივნისში მწყემსი 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილი დააკავეს. 2017 წლის აპრილში ამ ადგილზე დააკავეს 70-წლის ელდარ გუნდიშვილი.

 


აღსანიშნავია, რომ გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ამ ადგილას წირვა-ლოცვა 2015 წლის მაისში, გიორგობის დღესასწაულზე აღავლინა. რუსეთის წარმომადგენლებმა მომლოცველებს ტერიტორიაზე ერთი დღით შესვლის უფლება მისცეს.


 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.