Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან რამდენიმე სოფელში 200-ლარიან ვაუჩერებს კვლავ ელოდებიან
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლების ნაწილს სახელმწიფოსგან გათბობის 200-ლარიანი ვაუჩერები ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავიდან აცნობეს.

ვაუჩერები, 2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე 62 სოფლისთვის გაითვალისწინეს. ეს ის სოფლებია, სადაც გაზიფიცირება დასრულებულია. პროექტის ინიციატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია.

გორის მერიაში ამბობენ, რომ თანხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა გამოეყო. ეს თანხა კი, სოკარ ჯორჯიას შესაბამის ინდივიდუალურ ანგარიშებზე უნდა ასახულიყო. ,,ჩვენ მხოლოდ მონაცემები გავუგზავნეთ სამინისტროს. დანარჩენი საკითხები მერიას არ ეხება," - გვითხრეს მერიაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე ,,მერიას უნდა დავუკავშირდეთ".

პროექტის ინიციატორმა, შერიგების მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მოსახლეობა 200-ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებენ:

„ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ ვითარება ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც თუნდაც 5 წლის წინ გახლდათ, როცა ჩვენ მათი საბაზისო საჭიროებების შესასწავლად სოფელ-სოფელ დავდიოდით. მოხერხდა ის, რომ ყველა - 62 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა და 14 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს გათბობის ვაუჩერები 2013 წლიდან გადაეცემათ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოთხ წელში აღნიშნული პირების გათბობით უზრუნველსაყოფად მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.