Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში მერს ადანაშაულებს
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის ბიუროს თანამშრომელი მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ,,ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს და ლიდერებს რეაგირებისთვის მიმართავს. ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით თავდაპირველად ტელეკომპანია ,,თრიალეთმა" გაავრცელა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მერიაში განუცხადეს, რომ ეს კამპანია პარლამენტარ სიმონ ნოზაძის მხრიდან მოდის. სიმონ ნოზაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

განცხადების მიხედვით, სექსუალური ძალადობის ფაქტი ავტომანქანაში, 2018 წლის 26 თებერვალს მოხდა. სიმონ ნოზაძის ინიციატივით, იმ დღით, თბილისში ხელნაწერთა ინსტიტუტში შეხვედრა გაიმართა, რომლის დამთავრების შემდეგ, ხაშურის დელეგაცია სოფელ ცხრამუხაში რესტორან ,,დიაოხში" საქეიფოდ წავიდა. ინციდენტი, სწორედ, ,,დიაოხიდან" ხაშურამდე მოხდა.

,,ვახშმის დამთავრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მანქანით წაყვანა შემომთავაზა. წინა სავარძლები ეკავათ მძღოლს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ხოლო მე უკანა სალონში მჯდომ მერის გვერდით აღმოვჩნდი. სადაც მან, ჩემ გარდა, შემოიპატიჟა ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი თამაზ ლაცაბიძე და ტელე-ოპერატორი დავით ღოღობერიძე. მანქანაში ხელოვნური სივიწროვით ისარგებლა მთვრალმა გიორგი გურასპაშვილმა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჯერ მის მუხლებზე აღმოვჩნდი, შემდეგ კი, მთელი გზა, რესტორან ,,დიაოხიდან" ხაშურამდე ახდენდა ჩემ შევიწროებას არაესთეტიური ქმედებებით," - წერს განცხადების ავტორი.

ეს ამბავი ხაშურში მთავარი თემაა. სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ინფორმაცია. განცხადების ავტორი ასევე წერს, რომ მის მიმართ, მერმა და გარემოცვამ ცილისმწამებლური ხმები გაავრცელეს და კვლავ გრძელდება ზეწოლა..

,,დღეს გამგებელი იმყოფებოდა თბილისში და, შესაბამისად, არ ჰქონდა დრო ამ ქალბატონის ბრალდებებისთვის პასუხი გაეცა. მიგვაჩნია, რომ ეს არის პროვოკაცია და ამ სიცრუეზე მერი გასცემს პასუხს," - აცხადებს მერის პრეს-სამსახური. გურასპაშვილი დღეს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სიმონ ნოზაძის ბიუროს თანამშრომელი პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს სთხოვს, რომ რეაგირება მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურას მიმართავს.

სიმონ ნოზაძე პარლამენტის წევრია და საარჩევნო ბლოკს „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ წარმოადგენს. გიორგი გურასპაშვილი - მერია, ,,ქართული ოცნებიდან".
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.