Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ლიკა მელანაშვილი კეხვიდან: ,,სოფლის მონატრებისას სიტყვები ირითმება"
,,კეხვის სკოლაში მივედი 2006 წელს. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, ჩემი
პირველი მასწავლებელი - მზია. ჩემ კლასელებს ძალიან გვიყვარდა
ერთმანეთი. ყველანი ძალიან კარგად ვსწავლობდით. პირველ კლასში რომ
შევედით და მერხებზე დავსხედით, შემოვიდა სკოლის დირექტორი. რომ
გადაგვხედა კლასს, პირველ კლასში მარტო სამი გოგონა ვიყავით. გაიღიმა,
ერთ-ერთ ბიჭთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: აბა, ჩემო
საყვარელო ბიჭებო, კლასში სამი გოგო გყავთ და ხელის გულზე უნდა ატაროთ
და არავის დააჩაგრინოთ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვექცეოდით“
ეს სიტყვები ლიკა მელანაშვილს იმ ალბომში აქვს შეტანილი, რომელსაც ყოველდღიურად ახალ-ახალი ჩანახატებით და ლექსებით წლებია ავსებს. ლიახვის ხეობის ძველი თუ ახალი ფოტოები ფურცლებზეა მიმაგრებული.
პირველ კლასში მიცემული პირობა თანაკლასელმა ბიჭებმა მე-11 კლასამდე ვერ აასრულეს. 2008 წელს ომი დაიწყო და დიდი ლიახვის ხეობის ის სოფლები, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ, დაიცალა. დაიწვა სახლები.
ლიკა მელანაშვილი კეხვიდანაა. 7 წლის ხდებოდა, სოფელი რომ ოჯახთან ერთად დატოვა. ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
,,ლექსების წერა, ფაქტობრივად, 2015 წლიდან დავიწყე. მანამდეც ვწერდი, მაგრამ ძალიან იშვიათად. ვწერ ყველაფერზე, განსაკუთრებით, ჩემ სოფელზე. როცა მომენატრება ხოლმე ჩემი მხარე, სიტყვები ირითმება,“ - ამბობს ლიკა.
მის ალბომში ნახავთ კეხვის სკოლის, საბავშვო ბაღის შენობებს. სკოლის შენობა უკვე დამწვარია. იქვეა დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მდებარე ეკლესიების ფოტოებიც. თითოეულ ფოტოს ლექსი ახლავს.
,,მტკივა, რომ ვერ ვხედავ იმ პეიზაჟს, რომელიც სიმშვიდეს მგვრიდა. ვერ ვსუნთქავ ჰაერს, რომელიც სიხარულით მავსებდა. ვერ ვსვამ წყალს, რომელსაც ვერსად დავლევ ისე გემრიელად, როგორც იქ...“ - წერს ლიკა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |