Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების დირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ ახალ მოთხოვნებს
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ საკრებულოს წევრებს
უკვე გადაუგზავნა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით, სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი პირი სხვადასხვა სახის
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ეს პროექტი უკვე საჯაროა და მის განხილვას 13 აპრილს საკრებულოს სხდოომაზე აპირებენ. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, საკითხის განხილვას საბავშვო ბაღების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
დოკუმენტის მიხედვით, დირექტორი უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
განათლება და გამოცდილება: აკადემიური უმაღლესი განათლება; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ (მენეჯერული) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო სფეროში ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
უნდა იყოს გადამზადებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
რაც შეეხება სამართლებრივი აქტების ცოდნას, ამ კუთხით საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია; კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – III და XIII თავი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი - III თავი ; გორის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.
ცოდნა და უნარ-ჩვევები: საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს: ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; ინკლუზიური განათლების პრინციპები; უნივერსალური დიზაინის პრინციპები; სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები. ფინანსური მართვის საფუძვლები; პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; ფონდების მოძიების პრინციპები. ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; ინვენტარიზაციის პროცედურები;
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ადამიანური რესურსების მართვა; პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; კომპლექსური ურთიერთობების მართვა; პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; წლიური ბიუჯეტის შედგენა; სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა.
დაუშვებელია საჯარო დაწესებულების დირექტორად იმ პირის მიღება, თუ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა არ ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
მოქმედ დირექტორებს დაკმაყოფილებულად ჩაეთვლებათ შემდეგი მოთხოვნები: აკადემიური განათლება; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ (მენეჯერული) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო სფეროში ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
ასევე, მოქმედ დირექტორებს სავალდებულოდ განესაზღვროთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გადამზადება მისი დამტკიცების შემდგომ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |