Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
დვანში ხილის საწარმო შემოდგომამდე დაიკეტა (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დვანში, შპს ,,დინასტიას“ საწარმო
შემოდგომამდე გაჩერდა. თითქმის ორი თვეა საწარმო აღარ ფუნქციონირებს.
ამის მიზეზი ნედლეულის სიმწირეა. ადგილობრივ პროდუქციაზე დამოკიდებულ
ქარხნის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საწარმოს შემოდგომიდან
აამუშავებს.
ხელმძღვანელი იური კოპაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს. პირველ რიგში, ნედლეულის სიმცირეს, (2017 წლის გაზაფხულზე ძლიერმა ყინვებმა ხეხილი დააზიანა). შემდეგ კი, - ინვესტორების ნაკლელობას.
,,ეს მხარე კვლავ რისკის ზონად ითვლება. გამყოფ ხაზთან მდებარეობს სოფელი და ამიტომ თანხას ამ საწარმოში არავინ დებს; არც ინვესტორები და არც ბანკები“ - აცხადებს იური კოპაძე. მისი თქმით, საწარმოში დამზადებულ ხილის პროდუქტებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილება იყო.
,,პირველ რიგში, აქ წარმოებული პროდუქცია ნატურალურია. დამოკიდებული ვიყავით ადგილობრივ ნედლეულზე“ - განმარტავს იური კოპაძე. ადგილობრივი ნედლეული კი შხამ-ქიმიკატებისგან ნაკლებად არის გაჯერებული.
ადგილობრივი მკვიდრი მურთაზ მამაგულაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ დვანის ტერიტორიიდან შესაძლებელია წელიწადში 10 000 ტონა ხილის მოყვანა, მაგრამ ამის განხორციელება იმ პირობებში, რაშიც ქართველი გლეხია, შეუძლებელია:
,,გლეხს, რომელსაც სასტარტო კაპიტალი არ გააჩნია, არ შეუძლია მეურნეობის განვითარება. უჭირს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ევროპის ბაზარზე პროდუქცის გატანა“- განმარტავს მურთაზ მამაგულაშვილი.
კაპიტალის სიმცირეზე საუბრობს საწარმო ,,დინასტიას’ ხელმძღვანელიც. ის ამბობს, რომ ენთუზიაზმით მუშაობას ხანგრძლივობა არ უწერია.
შპს “დინასტია” 2008 წელს დაფუძნდა ქარელის რაიონის სოფელ დვანში. წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ, შესაბამის შტრიხკოდებით ეტიკეტირებულ ჩურჩხელისა და ხილის საწარმოს. რამდენიმე პროდუქტი დაპატენენტებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |