Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ერგნეთის 86-ე შეხვედრაზე 17 საკითხი განიხილება
დღეს, 15 მაისს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 86-ე შეხვედრა მიმდინარეობს. თბილისისა და ცხინვალის დელეგაციებს ახალი წარმომადგენლები ჰყავს. საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ანთიძე წარმოადგენს, ხოლო ოსურ მხარეს - ეგორ ყოჩიევი.

დღის წესრიგის მიხედვით, მხარეები 17 საკითხს განიხილავენ. ირაკლი ანთიძემ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, განაცხადა, რომ პრინციპულად დაისმება საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიების შესახებ. შეხვედრის დაწყებამდე განცხადება ასევე საქართველოს მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმაც გააკეთა.

„ქართული მხარისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ამ შეხვედრის ფარგლებში გახლავთ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველა იმ საკითხის დაყენება, რაც დაეხმარება ქართულ გამოძიებას, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. ბუნებრივია, ეს ყველა კითხვას მოიცავს. თვითონ IPRM-ი არის ის სტატუს-ნეიტრალური ფორმატი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა საკითხი დაისვას აბსოლუტურად. დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ქართული მხარე არის მაქსიმალურად მობილიზებული, მომზადებული იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველა კითხვა იქნას დასმული იმ ამოცანით, რომ პასუხები იქნას მიღებული. წინასწარ შედეგებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება. მე ვიცი ასევე ჩვენი პარტნიორების განწყობა, მათ შორის გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და საერთო განწყობა გახლავთ, რომ ეს ფორმატი და მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

,,შეხვედრის მონაწილეები იმ მოვლენებზე იმსჯელებენ რომელიც წინა შეხვედრის (რომელიც 1 მარტს გაიმართა) შემდეგ განვითარდა." - აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.