Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორმედის ექიმებს მჯდომარე მდგომარეობაში მიცვალებულის დარჩენის ფაქტი პრაქტიკაში არ ახსოვთ
გორის, ზუგდიდის, ფოთის, გარდაბნისა და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ მიღებულმა დადგენილებებმა სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება ჰპოვა.

საქმე, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის შესახებ, გადაწყვეტილებას ეხება, სადაც სხვა დეტალებთან ერთად, გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის პირობებია განსაზღვრული. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" ექიმ-ქირურგებს, თუ რამდენად შესაძლებელია ასეთი ფაქტების არსებობა.

ექიმი დავით გასიტაშვილი ამბობს, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია მიცვალებულის დარჩენა იმ მდგომარეობაში, რომ მისი დაკრძალვა მჯდომიარე მდგომარეობაში გახდეს საჭირო.

,,ფაქტობრივად, მჯდომიარე მდგომარეობაში ადამიანის დაკრძალვა არ ხდება, არც გამიგია. 15 წელია საავადმყოფოში ვმუშაობ. რაც შეეხება გარდაცვალებას, თუ რა თქმა უნდა, პარალიზებული არ არის ადამიანი, მჯდომიარე მდგომარეობაში გარდაცვალების შემთხვევებიც არ გვაქვს. თუნდაც, რომ იჯდეს, შემდეგ მისი მწოლიარე მდგომარეობაში გადაყვანა პრობლემას არ წარმოადგენს," - აცხადებს დავით გასიტაშვილი.

ქირურგი კახა ფაცინაშვილი ამბობს, რომ მოხრილ მდგომარეობაში გარდაცვლილი ადამიანი საბოლოოდ არ რჩება. მისი განმარტებით, გარდაცვლილი ადამიანის სხეულის გაყინული კუნთები 4-5 დღის შემდეგ ისევ რბილდება.

,,ნებისმიერ პოზაში მყოფი მიცვალებულის გაშლა სრულიად შესაძლებელია. არც გამიგია, რომ როდისმე რამე პრობლემა შექმნილიყო, მაგალითად, ექსპერტიზის დროს. აწვებიან და ასწორებენ. აი, ამიტომ მახსენდება ახლა ქართული ანდაზა - კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო." - აცხადებს კახა ფაცინაშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მიუსაფარი ადამიანი გარდაიცვალოს, ან ყინვაში დაიღუპოს, კახა ფაცინაშვილი ადასტურებს, რომ ასეთ შემთხვევაში სხეული იმ მდგომარეობაში რჩება, როგორ მდგომარეობაშიც გარდაიცვლება:

,,მართლაც ასეა: რა მდგომარეობაშიც გარდაიცვლება ადამიანი, იმ მდგომარეობაში გაიყინება კუნთები, ყველა შემთხვევაში. ექსპრტიზის დროს კი, როგორც მე ვიცი, ასეთ მდგომარეობაში არ ტოვებენ. სხვათა შორის, გარდაცვალებიდან 4-5 დღის შემდეგ, კუნთები ისევ იწყებს დარბილებას. ამიტომ, ჩემთვისაც უცნობია, რომ საჭირო გახდეს გარდაცვლილის მჯდომიარე მდგომარეობაში დაკრძალვა," - აცხადებს ქირურგი კახა ფაცინაშვილი.

შეგახსნებთ, გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარდაცვლილის მჯდომარე მდგომაროებაში დაკრძალვისას, მიწის შრე გვამზე, საფლავზედა ყრილის ჩათვლით, უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი. ეს ნორმა საკანონმდელო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებაშია მითითებული. (მუხლი 8, პუნქტი - 6). დადგენილება 2017 წლის 3 თებერვალსაა მიღებული.

ანალოგიური წესია მიღებული 2012 წლის 17 აპრილის დადგენილებაში, რომელსაც ახალი დადგენილება დაეყრდნო. მათ შორის განსხვავება მხოლოდ დაკრძალვის ხარჯებშია.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.