Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება
,,საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტები და ამ იარაღების გამოყენებით ცალკეული კატეგორიის დანაშაულების ჩადენის ფაქტები" - ამის შესახებ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტრომ პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა.

ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინეს. აღნიშნული პროექტის მიხედვით, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება მძიმე დანაშაული ხდება.

პარლამენტის დეპუტატებმა, ასევე, განიხილეს სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრების შესახებ.

„მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. ცეცხლსასროლი იარაღის ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, თავისუფლების აღკვეთით. ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდება და ესეც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, თავისუფლების აღკვეთით - ეს არის ძირითადი არსი. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვას, სასჯელების დღეს არსებული რედაქციის დიფერენცირება ხდება. დღეისათვის ყველა კატეგორიის დანაშაულის დაფარვა ერთი და იგივე სანქციით ისჯება და საკმაოდ მცირე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ამ დანაშაულის პრევენცია. მით უმეტეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, მაგალითად, მკვლელობის საქმეებზე დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის შემთხვევები. ამიტომ, ჩვენი მიზანია პრევენცია და შესაბამისად, გავზარდეთ სანქციები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიების დანაშაულთა დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის. ასეთი დანაშაულების დაფარვა და შეუტყობინებლობა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ალტერნატიული სანქციების გარეშე. ახალი რეგულაციების მიხედვით, 3-დან 6 წლამდე ვადით დაისჯება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო ტარება კი დაისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტები და ამ იარაღების გამოყენებით ცალკეული კატეგორიის დანაშაულების ჩადენის ფაქტები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზანი და ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, ასევე, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.