Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გზების ძიება საზოგადოებაში ყოფილი მსჯავრდებულების დასაბრუნებლად
პრაქტიკა აჩვენებს, რომ საპატიმროდან გათავისუფლებული პირი, უახლოეს სამ წელიწადში, მიდრეკილია ახალი დანაშაულის ჩადენისკენ, თუ ის დაუსაქმებელია. დასაქმების შემთხვევაში კი, ამის ალბათობა 3-ჯერ მცირდება. განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულის ჩადენაში მსჯავრებული პირების შემთხვევებში.

ამის შესახებ დღეს, სასტუმრო ვიქტორიაში გამართული შეხვედრის დროს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფ პირების რესოციალიზაციის საკითხებზე მუშაობენ. საქართველოს სამარიტელთა საზოგადოების წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გერმანიის მაგალითები გააცნო.

„ცვლილებები იწყება შენით“ - ეს არის სლოგანი პროექტისა, რომელსაც საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი ახორციელებას სახელწოდებით  „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ სლოგანი.

პროექტი ორ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. დასახული მიზნის მისაღწევად საწყის ეტაპზევე შემუშავდა სოციალური კამპანია, ფართო აუდიტორიისა და პროექტის სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთა (პრობაციონერები, მსჯავრდებულები და ყოფილი მსჯავრდებულები) ყურადღების მიპყრობის მიზნით. აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები სოციალურ და სამუშაოს მოძიების უნარებზე.



პროექტის სათაურიც ცხადყოფს, რომ მისი განმახორციელებელი ორგანიზაციები ხელს უწყობენ პრობაციონერების, მსჯავრდებულებისა და ყოფილი მსჯავდრებულების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას ბიზნეს ტრენინგებისა და პროფესიული განათლების პროგრამების მიწოდებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს სამთავრობო უწყებების, ბიზნეს სექტორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ფართო აუდიტორიის მომზადებას რეინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართვისთვის. დასახული მიზნის მისაღწევად ხორციელდება ადვოკატირების კამპანიებიც.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 300 პირი სამუშაოს მოძიების/სოციალური უნარების ტრენინგისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების მისაღებად. მათგან 140 გაივლის ბიზნეს ტრენინგს, ხოლო 60 მიიღებს დაფინანსებას მცირე ბიზნესის დასაწყებად ან არსებული ბიზნესის გასაფართოებლად. ტრენინგები სოციალური და სამუშაო მოძიების უნარების გაუმჯობესებაზე ჩატარდება რუსთავის #16 და #5 ქალთა დაწესებულებებშიც.

50 მსჯავრდებული გაივლის პროფესიული გადამზადების კურსებს და დაეუფლება ხელობას. დამატებით, 75 ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი პროფესიული გადამზადების მიზნით გაივლის საწარმოო პრაქტიკას წინასწარ შერჩეულ ტრენერებთან. კურსის დასრულების შემდგომ კი მიიღებს ხელსაწყოების კომპლექტს თვითდასაქმებისთვის.

პროექტის განმახორციელებლები აქტიურად იმუშავებენ პოლიტიკის დონეზე, რაც მოიცავს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ კვლევების ჩატარებას, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებას. დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე რესოციალიზაციის არსებული პროგრამების გამუჯობესების მიზნით შემუშავდება რეკომენდაციები.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.