Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
დღეს გორში კომედიის საერთაშორისო ფესტივალს მარჯანიშვილის თეატრის დასი გახსნის
დღეიდან, 5 ივნისიდან გორში, კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი იწყება. 19 საათზე გორის თეატრის სცენაზე მარჯანიშვილის თეატრი, ლევან წულაძის დადგმით - ,,როგორც გენებოთ" გამოვა. კომედიის ფესტივალის სლოგანი უცვლელია, ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ და ის 14 ივნისს დასრულდება.

მონაწილეობას მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის, და მოზარდმაყურებელთა თეატრები მიიღებენ.

კომედიის ფესტივალისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია, მათ შორის ადგილი წლევანდელი წლიდან უკვე საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. ამგვარად, ფესტივალი კომედიის ფესტივალი იმართება, ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად სევდიან ქალაქს ღიმილიანი ფესტივალი აჩუქა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.

კომედიის ფესტივალი ქ.გორის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელოდებიან. ყოველწლიურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ საზეიმო მსვლლელობაში.

რეგიონებში ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს გრძელვადიანი და მაშტაბური კულტურული პროექტები. კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო.

ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

ფესტივალი იმართება- გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. მხარდამჭერები:კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია -,,ბიზარტი“ და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრი.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.