Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ოძისის სკოლა ცოცხნარაში (რეპორტაჟი)
სოფელ ცოცხნარაში მდებარეობს ოძისის საჯარო სკოლა, სადაც ოძისიდან აღარც ერთი მოსწავლე დადის. მიზეზი ამისა, მიგრაციის პროცესია. 20-მოსწავლიან და 9-კლასიან სკოლაში, ძირითადად, ცოცხნარელები სწავლობენ.

სკოლას წელს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდა, - პირველკლასელები არ ეყოლება. პირველი კლასის ასაკის სამივე ცოცხნარელი ბავშვი სურამის სკოლაში დარეგისტრირდა. ცოცხნარადან სურამში დადის კიდევ 8 მოსწავლე. მე-7 კლასელი ანა გრიგალაშვილი წუხს, რომ მისი თანასოფლელები სურამის სკოლაში სიარულს ამჯობინებენ.

როგორ აღმოჩნდა ოძისის სკოლა ცოცხნარაში


ოძისის ჯერ 8-კლასიანი, შემდეგ 9-კლასიანი სკოლა 1928 წელს აშენდა. საბჭოთა პერიოდში ადგილობრივებს ორი არჩევანი მისცეს - ან სკოლა, ან საკოლმეურნეო ტექნიკა. ოძისელებმა სკოლა არჩიეს. მას შემდეგ, ძველმა სკოლამ 2004 წლამდე იარსებდა. შენობა დაძველდა და დანგრევის პირას მივიდა.

76 წლის მანძილზე ოძისის სკოლაში რამდენიმე სოფლის მოსწავლეები დადიოდნენ. თუმცა, ძირითადად, ოძისელები. დროთა განმავლობაში, კონტინგენტის რაოდენობამ ცვლილებები განიცადა. კონტინგენტს ძირითადად ცოცხნარელები ავსებდნენ. 2004 წელს ცოცხნარელებმა განაცხადეს, რომ მათ შვილებს ოძისში არ ატარებდნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოძველებულ შენობაში სწავლა უსაფრთხო არ იყო. მეორეც, მანძილი ცოცხნარადან ოძისამდე 1 კმ-ია. გზის სავალი ნაწილი ძირითადად ფერდობზეა.

2005 წლიდან, ოძისის საჯარო სკოლა, სახელის შეუცვლელად, სოფელ ცოცხნარაში გადაიტანეს და განათავსეს მაშინდელ საკრებულოს შენობაში.

,,ეს იყო ძალიან უსუფთაო, მოუწესრიგებელი და ყოველმხრივ სწავლისთვის შეუფერებელი ადგილი. მხოლოდ, 2017 წელს მოხერხდა რემონტი და დღეს როგორც ხედავთ, მოსწავლეებს სათანადო პირობები აქვთ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის რაიონის დღევანდელ ხელმძღვანელს გიორგი გურასპაშვილს და რესურსცენტრის დირექტორს ზვიად გოგუაძეს,“ - აცხადებს ოძისის საჯარო სკოლის დირექტორი.


ოძისის სკოლას სახელი ეცვლება

ერთ დროს, სადაც 80 მოსწავლე ირიცხებოდა, დღეს - 20 მოსწავლეა რეგისტრირებული, ისიც ძირითადად ცოცხნარადან. ცოცხნარას მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ სკოლას სახელი შეეცვალოს. მათ მიმართეს სკოლის სამეურვეო საბჭოს, სამეურვეო საბჭომ კი, დირექტორს, რომელმაც მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა
.




,,ჩვენ ამას როგორ შევეწინააღმდეგებოდით? დღეს ამ სკოლაში ძირითადად სწორედ ცოცხნარაში მცხოვრები მოსწავლეები არიან. ამიტომ, გავითვალისწინეთ მათი აზრი“ - ამბობს სკოლის დირექტორი, ბედუნი ლომსაძე.

განცხადება ხაშურის საკრებულოს უკვე გაუგზავნეს. საკრებულოს წევრებმა სახელის შეცვლაზე თანხმობა განაცხადეს. თანხმობის წერილი შესაბამის, სახელდების კომისიას თბილისში გადაეგზავნა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სკოლას დაერქმევა ,,ვაჟა ფშაველას სახელობის ცოცხნარას საჯარო სკოლა.“


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.