Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის ქარის ელექტროსადგური წარმატებით აწარმოებს განახლებად ენერგიას საქართველოში
გორში, თბილისიდან დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით, ექვსი ქარის
ტურბინა სტაბილურად აწარმოებს ენერგიას ბოლო ორი წლის განმავლობაში.
„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ არის საქართველოში აგებული პირველი
ქარის ელექტროსადგური და პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური,
რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშენდა. მისი აგება შესაძლებელი გახდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის,
ასევე სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ფონდი
მწვანე ზრდისათვის“ საშუალებით.
პროექტის მიმართ ინტერესი უზარმაზარი იყო, განსაკუთრებით მოლოდინების და მიზნების გამართლების თვალსაზრისით. დღეისათვის აშკარაა, რომ „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ამ მიზნებს და მოლოდინებს ამართლებს. გასულ წელს ქარის ელექტროსადგურმა დაახლოებით 88 მილიონი კილოვატ-საათი ენერგია გამოიმუშავა და პროგნოზირებულ მაჩვენებელს ფაქტიურად 3.8 მილიონი კილოვატ-საათით გადააჭარბა. ენერგიაზე საშუალო ოჯახის წლიური მოთხოვნების გათვალისწინებით, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიით 20,000-დან 25,000-მდე ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილება გახდა შესაძლებელი.
საქართველოში ელექტროენერგიის მისაღებად გამოყენებული ენერგიის სახეებიდან განახლებადი ენერგიის წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში - 2015 წელს მწვანე წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილი 78% იყო. და უკვე ცხადია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ქარისგან განახლებადი ენერგიის მიღების თვალსაზრისით. გამომუშავებული ენერგიის მოცულობის გაზრდამ უნდა გამოიწვიოს სუფთა ენერგიის პროდუქციის ზრდა ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროენერგიის პროდუქცია დაბალია და ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი იმპორტირებული აირიდან მიიღება.
პროექტის განმახორციელებელია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“. სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კომპანია ვალდებულია, რომ 10 წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია მთლიანად სახელმწიფოს მიჰყიდოს.
თორნიკე ყაზარაშვილი, „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ გასულ წელს კომპანიამ გაყიდული ელექტროენერგიიდან შემოსავლის სახით 4.7 მილიონ ევროზე მეტი მიიღო. როგორც ის აღნიშნავს, ქარის ელექტროსადგურის მოწყობის ჯამური ხარჯი 26.4 მილიონი ევრო იყო, ხოლო უკუგების პერიოდი დაახლოებით რვა წელი იქნება.
დაგეგმილი პროექტებისა და გამოწვევების შესახებ იხილეთ:

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |