Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
შსს-მ გუდაურში პარაპლანისტების ცემის ფაქტზე განცხადება გაავრცელა
გუდაურში, პარაპლანით მფრინავებს შორის მომხდარ დაპირისპირების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,მიმდინარე წლის 8 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც დაბა გუდაურის ახლოს იჯარით აქვთ აღებული პარაპლანით დაშვების ადგილები, კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ქართველმა მფრინავებმა უკრაინის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას ოპერატიულად გამოცხადდნენ. დაპირისპირება პოლიციელების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მათ მალევე შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა.

გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და სამივე დაზარალებული გამოკითხა. ასევე, ტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

აღნიშნული კონფლიქტის მეორე დღეს, ქართველმა მფრინავებმა დაბა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელი გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი დემენტიევს და ფეოდორ ჩელიშევს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს.

კონფლიქტის დროს დაშავებული ფეოდორ ჩელიშევი ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ. ზ., 1987 წელს დაბადებული გ. ზ., 1982 წელს დაბადებული გ. ჯ. და 1980 წელს დაბადებული ვ. ბ. ჯფურუად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს.

გამოძიება ჯგფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.