Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის მოსამართლემ ,,შანზელიზეში" მომხდარ ინციდენტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
დღეს, გორის სასამართლომ კაფე ,,შანზელიზეში" მომხდარი ინციდენტი განიხილა. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე დასმული საკითხი უმოკლეს ვადაში გადაწყვიტა.

მოსამართლე ნინო გერგაულმა, სასამართლოს კანცელარიაში გორის პროკურატურის მიერ დოკუმენტის წარდგენისთანავე, სხდომათა დარბაზი განსახილველად მოამზადა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულს ადვოკატიც არ ყოლია.

,,მოსამართლემ განიხილა აღნიშნული საქმე და სამართალდამრღვევს 2-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა,"
-
გვითხრეს სასამართლოში. გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ გასაჩივრდება. რაც შეეხება დაკავებული მამაკაცის პოზიციას, ამ ეტაპზე უცნობია. სასამართლოში აცხადებენ, რომ ყველაფერი დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში იქნება ასახული.

საქმე ეხება ორი დღის წინ კაფე ,,შანზელიზეში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფერადკანიან სტუმარს, რომელიც თვითმხილველის თქმით, თანმხლებ გოგონასთან ერთად იყოფებოდა, მოქალაქემ შეურაცხყოფა მიაყენა.

მას შემდეგ რაც ინციდენტის შესახებ მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 36-წლის მამაკაცი დააკავეს. მანამდე, შს სამინისტროს თანამშრომლებს ფაქტის შესახებ გამოძიება არც ერთი მუხლით ჰქონდა დაწყებული. ინციდენტის მეორე დღეს შს სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა მხოლოდ მოკვლევა.

10 ივნისს მომხდარ ინციდენტზე გორის პოლიციამ ერთი პირი, 36-წლის მამაკაცი 11 ივნისს დააკავა. მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, 166-ე მუხლის საფუძველზე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

166 მუხლი: წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

საქმის მასალების მიხედვით, გორის ცენტრში მდებარე კაფე ,,შანზელიზეში" ფერადკანიან სტუმარს აგინეს და შემდეგ ხელსაწმენდი ქაღალდების ჩასალაგებელი ყუთი ესროლეს. კაფის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ლევან ბაინდურაშვილის თქმით, კონკრეტული ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვს, რადგან ეს კონფიდენციალურია. იგი აღნიშნავს, რომ პოლიციამ ყველაფერი იცის.

ინციდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ დაახლოებით 40-წლამდე ასაკის მამაკაცი ჯერ გარედან იგინებოდა, რადგან სტუმარს შუშებიდან ხედავდა. შემდეგ შიგნით შევიდა და გააგრძელა შეურაცხყოფა, რაც ხელსახოცის ყუთის სროლით დამთავრდა.

,,იქნებოდა დაახლოებით 3 საათი, შუადღეს, ერთ-ერთ კაფეში მშვიდად ვსხედვართ მე და ჩემი დისშვილი, ვსაუბრობთ. შემოვიდა ფერადკანიანი სიმპატიური ახალგაზრდა თანმხლებ პირთან ერთად, შეუკვეთეს რაღაც და დასხდნენ. ამ დროს, შუშებიდან ვიღაც პიროვნება მათი მისამართით იგინებოდა. შემდეგ შემოვიდა კაფეში და იგივე გააგრძელა. ჯერ გინებით აიკლო ეს წყვილი. მიმტანი გოგოები გადაეფარნენ სტუმარ ბიჭს და შიგნით შეიყვანეს. ეს მთვრალი კაცი ეცა ხელსახოცის ყუთს და გაუქანა სტუმარს. სტუმარმა ჩანთა აიფარა სახეზე, რომ არ მოხვედრილიყო. მიმტანი გოგონები გადაეფარნენ და, როგორც კი ატყდა ყვირილი კაფეში, პატრულს დაუძახეთო, ეს ჩვენი რაღაცის დამცველი ძუნძულით გაეცალა აქაურობას." - გვითხრა თვითმხილველმა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.