Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში წვევამდელმა თვითდაზიანება მუცლის არეში მიიყენა - 6 კი ,,გირჩში" გაწევრიანდა
გორის მერიამ40-მდე წვევამდელის მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნა. ოქმების მიხედვით, ახალგაზრდები საგაზაფხულო გაწვევის დროს, სამხედრო კომისარიატში სხვადასხვა მიზეზებით არ გამოცხადნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი გიორგი მაჭარაშვილისაუბრა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის მიმართ შედგენილი ოქმი გაუქმდეს, რადგან დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ვითარება იცვლება.

ირკვევა, რომ დაახლოებით 40-მდე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევიდან ზოგიერთმა თვითდაზიანებები მიიყენა:

,,მაგალითად, არის შემთხვევა, როდესაც პირები წარმოადგენენ სამედიცინო ცნობას, რომლითაც დგინდება, რომ თვითდაზიანება მიიყენა როგორც ხელზე, ასევე მუცლის არეში. აღნიშნული ცნობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველია," - აცხადებს გიორგი მაჭარაშვილი.

წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევის დროს, სამხედრო კომისარიატში ასევე არ გამოცხადნენ პირები, რომლებიც თავს ორგანიზაცია ,,გირჩის" წევრებად თვლიან. მათი რაოდენობა 6-ია. რელიგიური ორგანიზაციის წევრობის საფუძვლით ასეთი პირები სამხედრო გაწვევას არ ექვემდებარებიან.

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მოქალაქე ამბობს, რომ მისი შვილი კონსერვატორიაში აბარებს და, შესაბამისად, გაწვევის პერიოდში კომისარიატში გამოცხადების საშუალება არ ჰქონდა:

,,ჩემი შვილი აბარებს კონსერვატორიაში. წარმოიდგინეთ, რა ხდება. გამოცდაზე უნდა იფიქროს თუ სასამართლოში იაროს.ველანაირი ცნობა წარვადგინეთ. იყო კიდევ ერთის მშობელი, რომელიც ამბობდა, რომ მისი შვილი თხილის კრეფაზე წავიდა სამუშაოდ, რომ ოჯახისთვის ვალის გადასახდელი ფული იშოვოს" - ამბობს წვევამდელის დედა, რომელიც სასამართლოში შვილის მაგივრად დადის.

გორის სასამართლოში პროცესები გრძელდება. მოსამართლე ნინო გერგაული ახალგაზრდებისგან შესაბამის ცნობებს კვლავ ელოდება. ის ვინც გამოუცხადებლობის მიზეზს ვერ დაასაბუთებს ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

,,ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ გაწვევის პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა საზღვრის კვეთის ფაქტი ვერ დაადასტურა."- აღნიშნავს მერიის წარმომადგენელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სავალდებულო სამსახურში გაწვევა 2017 წლიდან აღადგინა. მთავარი არგუმენტი, რითაც მან ეს ნაბიჯი გადადგა, ასე განმარტა:

“მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც საფუძველს გვაძლევს, რომ წვევამდელების სისტემა ამოქმედდეს- ის არის უფრო ეკონომიური. თუ წელიწადში საკონტრაქტო მოსამსახურე სახელმწიფოს 25 000-26 000-მდე უჯდება, სავალდებულო მოსამსახურე წელიწადში 9 000 უჯდება სახელმწიფოს”,- ამბობს იზორია.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.