Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
განათლების სამინისტრო საგამოცდო ცენტრებისთვის 900 კონდიციონერს დაჩქარებული წესით ყიდულობს
საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2 მლნ ლარი ჰაერის კონდიცირების საშუალებების შესაძენად გამოყო.  საქართველოს 21 საგამოცდო ცენტრში 900 ცალი დამონტაჟდება.

ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შალუტაშვილმა, თანხის გადაუდებელი ხარჯვის შესახებ, წერილობით შესყიდვების სააგენტოს აცნობა.

წერილის მიხედვით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 2 მლნ ლარად 900 კონდიციონერს 21 საგამოცდო ცენტრისთვის შეიძენს:


,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. შესაბამისად, მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნით ადამიანის ჯანმრთელობას შესაძლებელია სერიოზული საფრთხე დაემუქროს. იმის გათვალისწინებით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ერთი სესია გრძელდება დაახლოებით 3-4 საათი და მნიშვნელოვანია დაცული იქნას გამოცდაზე გასული ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, საგამოცდო ცენტრებში საჭიროა დამონტაჟდეს ჰაერის კონდიცირების საშუალებები." - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის სხდომის N19 ოქმის თანხმად (ქვეყანაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო) 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა საგამოცდო ცენტრების ჰაერის კონდიცირების საშუალებებით უზრუნველყოფა საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ღონისძიება ითვალისწინებს საგამოცდო ცენტრებისთვის ჰაერის კონდიცირების საშუალებების შესყიდვას თანმდევი მონტაჟით.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2018 წლის 26 ივნისს წერდა, რომ გორის საგამოცდო ცენტრში (რომელიც ერთ-ერთია საგამოცდო ცენტრებს შორის), ჰაერის კონდიცირების სისტემა არ იყო დამონტაჟებული.

29 ივნისს მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება კონდიცირების საშუალების შეძენასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, რომ 2-3 ივლისის გამოცდები (მეორე სესია) გადატანილ იქნებოდა 4-5 ივლისისთვის.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.