Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,კოდაში სიმშვიდეა" - აცხადებს ატოცის წარმომადგენელი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კოდას მცხოვრებლებმა მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვაში დაადანაშულეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მერის წარმომადგენელი სოფელ ატოცში მარიამ გულისაშვილი ესაუბრა. 

მისი თქმით, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ მოუწოდა ზედმეტი პროვოკაციული ქმედებისგან თავი შეიკავონ. 

,,აცალონ ამ ხალხს სიმშვიდე. არაფერი განსაკუთრებული ახალი არ ხდება. რუსები სადაც დგანან, იქ დიდი ხანია დგანან. ამიტომ, ის ინფორმაცია რაც გავრცელდა, თითქოს ოკუპენატები სოფლის დაკავებას აპირებენ, არის ტყუილია. ყველაზე უკეთ სოფლის მოსახლეობამ იცის აქ არსებული სიტუაცია. ძაბავენ სიტუაციას და აქაურ მცხოვრებლებსაც ანერვიულებენ," - აცხადებს მერის წარმომადგენელი მარიამ გულისაშვილი.

იგი აცხადებს, რომ კოდელებმა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებს სოფლის დატოვება მოსთხოვეს.

,,ეს რომ უთხრეს, იმათ უპასუხეს, რომ თქვენ პოლიციელები გარიგებენ მაგის თქმასო. რად უნდა ამ ხალხს პოლიციის ან სხვა ვინმეს დარიგება. უკეთესად იციან, აქ რა ხდება." - აცხადებს მარიამ გულისაშვილი.

,,ძალა ერთობაშიას" წევრების განცხადებით, რუსი სამხედროები სოფელ კოდაში საოკუპაციო ზოლს აქეთ, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

,,მათი რეიდის ადგილიდან ადგილობრივ მცხოვრებთა სახლები სულ რაღაც რამდენიმე ათეული მეტრითაა დაშორებული. 5 ივლისს, ისევე როგორც წინა დღეებში, კოდაში მოძრავი ოკუპანტების ჯგუფი კოორდინატების მონიშვნით იყო დაკავებული. სავარაუდოდ, ისინი კოდაში გავლებული საოკუპაციო ღობის განახლებას აპირებენ. ღობის ინსტალაცია 2013 წელს დაიწყო და მალევე შეწყდა, თუმცა, საკითხი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ზაფხულს მოულოდნელად გაააქტიურა, შექმნა რა "დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების დროებითი საპარლამენტო კომისია". ცხინვალში აცხადებენ, რომ ზოგიერთი სოფელი და, მათ შორის, ფასდაუდებელი საბადოები, "რაღაც ჯადოქრობით, ქართულ მხარეს აღმოჩნდა. დე ფაქტო ხელისუფლების პრეტენზიები კოდაში მდებარე დოლომიტისა და წნელისში მდებარე ტალკის საბადოებს უკავშირდება" - აღნიშნულია ძალა ერთობაშიას განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.