Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ხიდისყურში სასმელი წყლის 700 000-ლარიანმა პროექტმა არ გაამართლა
სოფელი ხიდისყური კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე მდებარეობს. სასმელი წყლის მილები ერთი მხრიდანაც გაყვანილია და მეორე მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ხრიოკ ადგილზე გაშენებული დასახლება უწყლობას განიცდის.

2016 წელს ამ სოფელში კასპის მერიამ 700 000-ლარიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გარემონტდა კომუნისტების პერიოდში დადგმული რეზერვუარი. მილებით ნახევარი სოფელი დაქსელეს. დანარჩენი ნახევარი სოფელი მცხეთის მხრიდან გაყვანილი წყლის იმედად დატოვეს:

,,დღეს არც ერთი მხრიდან გვაქვს წყალი, არც - მეორე" - ამბობს საბირა ალიოღლი, რომლის სახლში შვილის ოჯახი ცხოვრობს თავისი შვილებით. მისი სახლი სოფლის ზედა ნაწილშია აშენებული. მანქანა გაუფუჭდა, რომლითაც წყალს იმარაგებდა.

,,ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვართ. ძალიან ხრიოკი ადგილია. სარწყავი წყალიც კი არაა, რომ აქ ხეებმა იხაროს. ჩვენი ყოფა გაუსაძლისია," - ამბობს საბირა ალიოღლი.

ხიდისყურელი გულო ბაირამოვი ამბობს, რომ კასპის მერია ხიდისყურის წყლის პრობლემას რამდენიმე წელია ვერ აგვარებს. მას 2015 წელს სოფელში ჩვენი ვიზიტიც ახსოვს, ზუსტად ანალოგიურ პრობლემაზე:

,,იმის მერე იმედი გაგვიჩნდა. დაიწყეს საკითხის მოგვარება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როგორც ვხედავთ, კასპის ხელისუფლებას არ შეუძლია ჩვენი პრობლემის მოგვარება. თვითონ ქალაქ კასპის მცხოვრებლებს ვერ მოუგვარეს წყლის პრობლემა და ჩვენ მოგვიგვარებენ? უფრო მეტად მცხეთასთან ვართ ახლოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საშუალება და უფლება რომ ჰქონდეს, ჩვენს საკითხს უფრო გადაწყვეტდა" - ამბობს გულო ბაირამოვი.

კასპის ყოფილი გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ამბობს, რომ მის პერიოდში დაწყებული საქმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო მისი მოღვაწეობის პერიოდში: ,,ჩემ დროს ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ ხიდისყურში. ახლა რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს პრობლემა მოგვარებული იყო" - აცხადებს გოჩა გოჩიტაშვილი. ხიდისყურელები ამბობენ, რომ სოფლის გამოყოფილი 700 000 ლარი ეფექტურად არ გაიხარჯა.

ხიდისყურში მცხოვრები რახიდ შარიფოვი ამბობს, რომ უბნების დიდი ნაწილი მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით დაქსელა: ,,ჩვენ ჩვენი საკუთარი ფინანსებიც გავიღეთ, რომ უბნებში ქსელი გაკეთებულიყო. ერთი კვირა იმუშავა ამ ახალმა სისტემამ, ერთი კვირა," - ამბობს რახიდ შარიფოვი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს ამ სოფელს, რადგან არაა გამორიცხული ეპიდემია გავრცელდეს: ,,ჯერ ერთი, ის ბასეინები უპატრონოდაა მიგდებული. იქიდან თუ დღეში ერთი საათი უშვებენ წყალს, არავინ იცის, იმ ბასეინიდან რა წყალი მოდის. მეორეც, ის მცირე წყალი მხოლოდ იმ უბანს ყოფნის, რომელიც დაბლობშია. თანაც მრიცხველები არ აყენია და მოსახლეობა სარწყავადაც იყენებს. აუცილებელია, საჭირო ზომების მიღება,' - აცხადებს რახიდ შარიფოვი.

კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია ხიდისყურის დასახლების ის ნაწილი, რომელსაც ,,დაჩებს" უწოდებენ. სააგარაკო დასახლება რკინიგზის მეორე მხარეს მდებარეობს. იქ საერთოდ არაა გაყვანილი წყალი.

რა კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს კასპის მერია, ამის შესახებ მომდევნო მასალაში გვექნება საუბარი.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.