Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სოფელ ბროლოსანის თემაზე ,,ბიზნესკოდში" ხაშურის დეპუტატი მიიწვიეს
ტელეკომპანია ,,იბერიის" გადაცემა ბიზნესკოდის ჟურნალისტები სოფელ
ბროლოსანის სტატუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობით
დაინტერესდნენ. ამის თაობაზე, გადაცემაში ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი
სიმონ ნოზაძე მიიწვიეს.
სიმონ ნოზაძის განცხადებით, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, ძნელია ყველას შეედავო. საქმე ეხება მთის ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსანს მთის დასახლების სტატუსი არ მიანიჭეს.
ბროლოსნელები ამბობენ, რომ სტატუსის თაობაზე, პრობლემები იმიტომ შეექმნათ, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე მხარი არ დაუჭირეს ხაშურის მოქმედ მერს გიორგი გურასპაშვილს და ხმა სიმონ ნოზაძის (მრეწველების პარტიიდან) გუნდის წევრს მისცეს.
ბროლოსნელების სტატუსის შესახებ რეპორტაჟი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა. რეპორტაჟის მიხედვით, ზემო და ქვემო ბროლოსანში, მთავრობის კომისიამ კრიტიკული დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოდ არ მიიჩნია.
სიმონ ნოზაძის განცხადებით, ბროლოსანი 3 კრიტერიუმიდან აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ კრიტერიუმს - ესაა მდებარეობა. სოფელი ზღვის დონიდან 950 მ სიმაღლზე მდებარეობს:
,,სოფლები, რომლებიც 800-დან 1000 მ სიმაღლეზე მდებარეობს, უნდა აკმაყოფილებდეს სამი კრიტერიუმიდან 2-ს მაინც. პირველი - ეს არის კრიტიკული დემოგრაფიული მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ სოფელში ეს სიტუაცია არ გვაქვს. მაგალითად, 2002-2014 წლების აღწერის მიხედვით, ზემო ბროლოსანში თუ ცხოვრობდა 126, ახლა გვაქვს - 96; ხოლო ქვემო ბროლოსანში 157-დან მცხოვრებთა რიცხვი ჩამოვიდა 118-მდე. მეორე კრიტერიუმი ესაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა. ამ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს ბროლოსანი. ახლა მოდით ვთქვათ ასე: როცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, ძნელია შეედავო ყველას, თუმცა, მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ" - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |