Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ფიცრისა და სამშენებლო მასალების ბარტერი მეუფის სახელით
შიდა ქართლის სატყეო სამმართველოში 5,5 მ3 მოცულობის ფიცარი ერთი წელია დალუქული. მისი მძღოლი განმარტავს, რომ წიწვოვანი ხის მასალა, მეუფე იობის მინდობილობით, თბილისში მიჰქონდა სამშენებლო მასალებზე გადასაცვლელად. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების განარტებით, მინდობილობა 2015 წელსაა გაცემული და ის უკვე გამოყენებულია, თანაც 9,9 მ3 მოცულობის ხე-ტყეზე.

,,ამდენად, მძღოლი შესაბამისი ნებართვის გარეშე ახდენდა ხე-ტყის ტრანსპორტირებას,“ - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ახსნა-განმარტებაში.

როგორც ირკვევა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ყურადღება მიაქციეს საგადასახადო სისტემაში ატვირთულ ზედნადებებს. პირველდ, მძღოლმა მიუთითა, რომ ფიცარი მიჰქონდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში. შემდეგ ზედნადები დააკორექტურა და დანიშნულების ადგილად თბილისი მიუთითა. მასალა, თბილისის ნაცვლად კი, გორში აღმოჩნდა. მძღოლმა განაცხადა, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა და დანიშნულების ადგილად გორი უნდა ყოფილიყო მითითებული.

გადამზიდავმა ახსნა-განმარტებებში მიუთითა, რომ ფიცრები უნდა გადაეცვალა სამშენებლო მასალებში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომობილი დალუქეს და გადაიყვანეს შიდა ქართლის სატყეო სამმართველოში. ახსნა-განმარტება ჩამოართვეს მძღოლს, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული ხის მასალა ეკუთვნოდა საპატრიარქოს და იყო სოციალური ჭრების საფუძველზე მოპოვებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მძღოლმა წარადგინა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობის, 2015 წლის 15 დეკემბრის №9 მინდობილობა და საპატრიარქოს სახელზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ორი დოკუმენტი.

,,ზემოთ ხსენებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები გაცემულია საქართველოს საპატრიარქოს სახელზე და მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის ჯამური მოცულობა შეადგენს 9,29 მ3. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ზემოთ აღნიშნული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები, სხვა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებთან ერთად უკვე გამოყენებულია ხე-ტყის შიდა გადაზიდვისა და სხვა პირის მიმართ გაწერილ ზედნადებში.“ - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის წერილობით დოკუმენტში.

მძღოლმა შემოსასვლების სამსახურის თანამშრომლებს გორის სასამართლოში უჩივლა. მოითხოვა დაკისრებული ჯარიმის ბათილად ცნობა და ხე-ტყის დაბრუნება. სასამართლომ გადაზიდავის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ოღონდ მასალა გადამზიდავს არ დაუბრუნა. სასაართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს საკითხი ბოლომდე უნდა გაარკვიოს:

კერძოდ, სასამართლომ საქართველოს შემოსავლების სამსახურს დაავალა ორი საკითხის გარკვევა: 1. იყო თუ არა სამეწარმეო მიზანი კონკრეტული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების („დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა“ ) ტრანსპორტირებისას, რომელიც განხორციელდა სასაქონლო ზედნადების გარეშე და 2. იყო თუ არა მოპოვებული კონკრეტული ხე-ტყის მასალა სოციალური ჭრების შედეგად?!
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.