Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზთან მდებარე სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რეგიონალური განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი ვოლსკისთან
და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო
ქაცარავასთან ერთად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საკორინთლოს,
ქვემო ჭალისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საზოგადოებას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია გააცნეს, რომელიც უკვე შემუშავებულია და მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარედგინება და რომელიც აღნიშნული სოფლების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ისაუბრეს 2013 წელს შექმნილ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე, რომელსაც სწორედ სახელმწიფო მინისტრის აპარატი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელმძღვანელობენ და რომელიც მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და უზრუნველყოფისათვის მუშაობს. აღნიშნული სამუშაოს ფარგლებში მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებებით.
სახელმწიფო მინისტრი, დანარჩენ სტუმრებთან ერთად, გზის მოასფალტების სამუშაოებსაც გაეცნო, მოინახულა ჭაბურღილი და საქლორატორო, რომელიც სულ ახლახანს ამუშავდა. ასევე, სამი სოფლის მოსახლეობისაგან მათი საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, უპასუხეს დასმულ კითხვებს, გააცნეს პროექტები, რომლებიც სოფლების განვითარებას უწყობს ხელს და რომელთა ნაწილი განხორციელების პროცესშია, ნაწილი კი უახლოეს მომავალში დაიწყება.
კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის სოფლების საკორინთლო-ახალშენის მისასვლელი გზის ასფალტირების პროექტით გათვალისწინებულია 2700 გრძ.მ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე დაგეგმილია გზის ორივე მხარეს 4038 გრძ.მ-ზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. დღეის მდგომარეობით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ საკორინთლოს მოსახლეობის სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით უკვე დასრულებულია ჭაბურღილის მოწყობა, ასევე საჭიროა მოეწყოს გამანაწილებელი ქსელი. იგეგმება ცენტრალური გზის ასფალტირებაც.
სახელმწიფო მინისტრმა მოსახლეობასთან აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, სახელმწიფოს კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება მშვიდობით, განვითარებითა და კეთილდღეობით.
„დღეს ვხვდებით საკორინთლოს, ქვემო ჭალისა და ახალშენის მოსახლეობას, მაგრამ ეს არის გზავნილი ყველა იმ სოფლის მკვიდრისათვის, ვინც 10 წელია მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობს - ჩვენ გავაგრძელებთ და ახალ ეტაპზე ავიყვანთ ამ სოფლების განვითარებას.
„ჩვენ ვდგამთ და მომავალში კიდევ უფრო დინამიურ ნაბიჯებს გადავდგამთ დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და განვითარებისკენ. ვზრუნავთ და გავაგრძელებთ ზრუნვას მოსახლეობის კეთილდღეობაზე კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდეც“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
საკორინთლოს, ქვემო ჭალისა და ახალშენის მოსახლეობასთან სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელიც პირველ რიგში კონფლიქტით დაზარალებული, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას ისახავს მიზნად და რომელიც თავის თავში მოიცავს წინადადებებსა და ინიციატივებს, რაც არაერთ შესაძლებლობას აჩენს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის ვაჭრობის, განათლებისა და სერვისებზე წვდომის მიმართულებით.
რაც შეეხება 2013 წელს შექმნილ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიის მუშაობას, აღსანიშნავია, რომ მის ფარგლებში, 2013-2018 წლებში კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის ხარჯები საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გორის, ქარელის, კასპის, საჩხერის, ონის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 12 ათასზე მეტი ოჯახი ყოველწლიურად იღებს აღნიშნულ დახმარებას.
დასრულდა გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების სამუშაოები, მოწესრიგდა და გრძელდება სასმელი და საირიგაციო წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყო წყალმომარაგების ჭაბურღილები, საქლორატოროები და სადაწნეო კოშკურები, მოწესრიგდა სარწყავი სისტემები და სატუმბი სადგურები.
სრულად უფინანსდებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა იმ სტუდენტებს, რომლებიც გამყოფი ხაზისპირა სოფლებიდან არიან. ამისათვის 2013-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 418 980 ლარი დაიხარჯა. ასევე, მოწესრიგდა სასკოლო ინფრასტრუქტურა. ხორციელდება მოსწავლეების საჯარო სკოლებში უფასო ტრანსპორტირება. მოეწყო აღიჭურვა და გარემონტდა სოფლის ამბულატორიები. დაიგო, მოასფალტდა და შეკეთდა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები ქარელის, კასპის და გორის მუნიციპალიტეტებში და ა.შ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |