Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
რატომ გარბის ტურისტი გორიდან თბილისში?!
რეგიონში ტურისტულ და საკვებ ობიექტებში მომსახურე პერსონალის ხელფასი
ქვეყნის მასშტაბით უმცირესია. მისი საშუალოთვიური მაჩვენებელი 2015
წელს მხოლოდ 117.3 ლარს შეადგენდა. თუ გავითვალისწინებთ იმ
გარემოებას, რომ ამ კუთხით განვითარება არ შეინიშნება, მდგომარეობა
უცვლელია.
მომსახურე სფეროს დაბალ განვითარებაზე ყველა იმ ანგარიშშია მოცემული, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე, გორის მერიის დაკვეთით სხვადასხვა ორგანიზაციებმა მოამზადა.
სპეციალისტები თვლიან, რომ მომსახურების დაბალი დონე უარყოფითად აისახება ყველა სხვა დარგის განვითარების მაჩვენებლებზე. ამ გავლენისადმი განსაკუთრებით სენსიტიურია ტურიზმი და რეკრეაციული მიმართულებები.
,,შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების არარსებობის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ტურისტი ღამისთევისა და კვების მიზნით თბილისში ბრუნდება. ამდენად, რეგიონი ვერ ახერხებს ტურისტული პოტენციალის სრულ რეალიზებას.“ - აღნიშნულია ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ რეკომენდაციებში, რომელიც გორის მერს მიმდინარე წელს გაუგზავნეს.
მათი შეფასებით, მოსახლეობის სხვადასხვა გამოკითხვებისა და სტრატეგიულის დოკუმენტების ძირითადი მოცემულობების თანხმად, რეგიონი განიცდის გართობისა და დასვენების ობიექტების დეფიციტს, რაც შესაძლოა პრიორიტეტულად განისაზღვროს ქ. გორის მომავალი განვითარებისათვის.
უკანასკნელ წლებში შიდა ქართლში არსებულ ტურისტულ ობიექტთა დამთვალიერებლების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა დამთვალიერებელთა უდიდესი წილი რეალურად ვიზიტორებს შეადგენს და არა ტურისტებს.
ასეთი შეფასებაა გაკეთებული კიდევ ერთ დოკუმენტში, რომელიც შიდა ქართლის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტს წარმოადგენს.
ამ დოკუმენტის მიხედვით, ტურიზმის სფეროში მომსახურების დაბალი დონე რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული:
მაგალითად, ტურისტთა უმრავლესობის შიდა-ქართლში მოგზაურობების კოორდინაციას ახორციელებს თბილისში მოქმედი ტურისტული სააგენტოები. ხშირად, ვიზიტორები სრულიად უსისტემოდ მოგზაურობენ და თავიანთთვის ცნობილ საინტერესო ობიექტებს თბილისიდან ,,ტრანზიტულად“ მოინახულებენ. შედეგად ვერ ხდება შიდა ქართლში არსებული ტურისტული ობიექტების სრულფასოვნად და ჯეროვნად ათვისება, ტურისტები და ვიზიტორები ძირითადად შემოდიან მხოლოდ ყველაზე ცნობილი და ,,ბრენდირებული“ ორიოდე ტურისტული ობიექტის დასათვალიერებლად, როგორიცაა სტალინის მუზეუმი გორში და უფლისციხე.
კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაშია აღნიშნული, არის ის, რომ დაბალია კოორდინაციის ხარისხი დედაქალაქში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებსა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებული ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შორის.
,,მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულწილად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პრობლემას წარმოადგენს უშუალოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობა. მაგალითად, შიდა ქართლის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს კეთილმოწყობილი ადგილები კემპინგისათვის, სადაც ტურისტები შეძლებდნენ რამდენიმე დღით გაჩერებას (დაბანაკებას). რაოდენობრივად მცირე და დაბალი სტანდარტების მქონეა რეგიონში არსებული სასტუმროები და ე.წ. ,,გესთჰაუზები““ - აღნიშნავენ ექსპერტები.

რეკომენდაციებში აღნიშნულია:
არ არსებობს სანიშნე დაფები და ქუჩების ნიშანდების აბრები საერთაშორისო ენაზე;
არ არსებობს ტრანსპორტის განრიგი საერთაშორისო ენაზე; მომსახურების ობიექტებში ენობრივი ბარიერია;
არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები;
გასართობი ადგილებისა და საკდასახლებებისა და ტურისტული ობიექტების რუკებისა და ინფორმაციის ხელმიუწვდომობაა;
ადგილზე (რეგიონში) ტურისტული სააგენტოები არ არსებობს.
დაბალია მომსახურების დონე

რატომ
გარბის ტურისტი გორიდან თბილისში?!

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |