Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კასპის 1-ლი სკოლის მშენებლობის დასრულების ვადა 5-ჯერ გადაწიეს
კომპანია ,,თბილი სახლის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კასპის 1-ლი საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის 10 სექტემბერს დასრულდება. ამის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა 2018 წლის 30 ივლისს მიაღწიეს. კომპანიის მხრიდან, ვადის გადაწევის შესახებ, ეს უკვე მეხუთე თხოვნაა. სამუშაოები 2018 წლის 10 თებერვალს უნდა დასრულებილიყო.

პროექტს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რისთვისაც 2016 წლის ივლისში 6 მლნ 94 ათასი ლარი გამოიყო.

თავდაპირველად, კომპანიის წარმომადგენლებმა ითხოვეს, რომ სამუშაოების დასრულების ვადა 2018 წლის 17 მარტამდე გადაწეულიყო. ამის მიზეზად სატენდერო დოკუმენტაციის გაჭიანურებული მზადებდა დასახელდა.

2018 წლის 13 მარტს ,,თბილი სახლის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეზოში საჭიროა ნაძვებისა და ფიჭვების გადაადგილება წაქცევის საშიშროების გამო. კასპის მერიამ თანხმობა გასცა. ამის გამო, ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 24 აპრილამდე გადაიწია.


2018 წლის აპრილში კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამუშაოების მიმდინარეობის დროს, გამოიკვეთა ახალი გარემოებები. ელექტროობას და წყალმომარაგება-საკანალიზაციო სისტემას ჭირდება დამატებითი სამუშაოები. ცნობილი გახდა ისიც, რომ სკოლის უკანა მხარეს საჭირო გახდა ბუნებრივი აირის მილის შეცვლა. ამის გამო, ხელშეკრულების ვადა გადაიწია 2018 წლის 24 ივლისამდე. 

საბოლოოდ, კომპანიამ 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ სააგენტომ სამღებრო სამუშაოების საწარმოებლად დროულად ვერ მიაწოდა შესაფერისი ფერების შესახებ ინფორმაცია. ამის გამო, შენობის გარე და შიდა ფასადების სამღებრო სამუშაოების დასრულების ვადად 2018 წლის 10 სექტემბერი მიუთითეს.

კასპის მერიაში ირწმუნებიან, რომ სკოლის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.