Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
აფხაზეთში დაღუპული გმირის ბიუსტი მოიპარეს
.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქვახვრელში მცხოვრებ ნაზო ჯეირანაშვილს შვილი უკვე მესამედ მოუკლეს.
პირველად, 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.
მეორედ მაშინ, როდესაც საფლავს ლითონები მოაცალეს. მესამედ კი, - ერთი
თვის წინ. გამოძიებით დადგენილმა პირმა ბიუსტი მოიპარა და ჯართში
ჩააბარა. პოლიციელებს ბიუსტი უკვე განადგურებული დახვდათ.
ოჯახმა გადმოცემით იცის, რომ ბრალდებული გორის მკვიდრია, რომელიც მეზობელ სოფელ დოესში ისვენებდა. ,,ასე უთქვამს, საბანაოდ მტკვარზე ქვახვრელში დავდიოდი ხოლმე საფლავების გზითო. მაგ დროს ვნახე ბიუსტიო. ეგ პიროვნება საფლავების ქურდობის ფაქტზე ბევრჯერ ყოფილა ნასამართლევი. იმ ღამით კიდევ ერთი, ჩვენი სოფლის ყოფილი თავმჯდომარის საფლავიდან წაუღია ლითონები. “ - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი დავით ადუაშვილი.
ზაზა სადაღაშვილი 1973 წელს სოფელ ქვახვრელში დაიბადა. ის 1993 წელს ტყვარჩელთან, ომში წასვლიდან 9 თვის შემდეგ, მოკლეს. ჯერ 20-წლისაც არ იყო. მისი ცხედარი სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
,,უბანი სავსე იყო ხალხით. ე.წ. გზაჯვარედინამდე ხალხი არ ეტეოდა. სკოლის ნაკვეთთან ხელმძღვანელობა ვერტფრენით ჩამოფრინდა. ყვავილების წასაღებად სკოლის ბავშვები დაიხმარეს. სკოლასთან გამოსათხოვარი ლექსი ბიბლიოთეკარმა ტირილით წაიკითხა. სამხედროები კი, ჰაერში სროლით გამოეთხოვნენ თანამებრძოლს,“ - იხსენებენ ადგილობრივები 1993 წლის ამბებს.
,,სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა, გორში ჩემი ფეხით გავაცილე.ცალკე ჩემი ნათესავების მდგომარეობით იყო შეწუხებული, ცალკე იმით, რომ იმ დროს უკვე ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ხედავდა. სულ იმას მეუბნებოდა, დედა ხომ არავინ გაწუხებს სამსახურშიო. მე ოსი ვარ და არეულობის დროს ისედაც ვდარდობდი ჩემ ახლობლებზე. თვითონაც განიცდიდა ამ ამბავს. მერე უკვე საკუთარი თვალით ნახა ომი,“ - იხსენებს ნაზო ჯეირანაშვილი.

მას შემდეგ წლების განმავლობაში გარდაცვლილის დედას შავი თავსაბურავი არ მოუცილებია. ,,ჩემთვის უკვე მზე დაბნელებული იყო. სამსახურშიც მთხოვეს გასვლა, მაგრამ სად წავიდოდი. ცხოვრება ჩემთვის დანგრეული იყო“ - ამბობს ქალბატონი ნაზო.
დღეს მის ოჯახში იზრდებიან პატარები. ზაზას ძმას უკვე ოჯახი ჰყავს. ქალბატონმა ნაზომ ახალი ცხოვრება დაიწყო, თუმცა, ბოლო ფაქტმა, საფლავის ქურდობამ, 26-წლის წინანდელი ტრაგედიის იარა განუახლა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |