Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ ევროპულ სტანდარტს გადააჭარბა
ორის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა, ევროპული განათლების სისტემისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს, 10-ჯერ აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გორის სკოლების საერთო ფართის მიხედვით, ერთ მოსწავლეზე საშუალოდ 4 კვ.მ ფართობი მოდის. 

მერიის მიერ დაქირავებული კომპანია ,,სითი ინვესტი საქართველოს" სპეციალისტების შეფასებით, ქალაქის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა კონცენტრაცია მაღალია. ,,მაშინ როდესაც ქალაქის მოსახლეობა ოფიციალურად 48 200-ს შეადგენს, 10 000-მდე მოსწავლის თავმოყრა საყურადღებოა" - აცხადებენ ისინი.

ამავე კვლევის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დროს, ერთ მოსწავლეზე 16 კვ.მ ფართობი მოდიოდა. ევროპული მინიმალური სტანდარტით კი, ეს ციფრი 40 კვ.მ  უნდა შეადგენდეს.

სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ქალაქის სკოლებში მოსწავლეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებებიდანაც მიჰყავთ. მათი შეფასებით, მთავრობას ქალაქში ან ახალი სკოლების აშენება მოუწევს, ან კიდევ, რაიონში სასკოლო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო უნდა განავითაროს. 

გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ვახტანგ სუხიტაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ეს საკითხი წინა პლანზე მას შემდეგ წამოიწევს, როდესაც სკოლების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება: ,,ჩვენ თავისუფალი ფართის მიხედვით ვადგენთ კონტიგენტის რაოდენობას. როგორც ასეთი, დადგენილი ნორმა ჯერ არ არსებობს." - აცხადებს სუხიტაშვილი. მისი განმარტებით, მოსწავლეთა რაოდენობას სკოლები განსაზღვრავენ. მესამე სკოლაში ბოლო მონაცემებით 1350 მოსწავლე სწავლობს - ორ ცვლაში. ფართობი კი, 5200 კვ.მ-ია.

მიმდინარე წლიდან მოსწავლეთა კონტიგენტი გაიზარდა გორის მე-9 სკოლაში. ამის გამო, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის წარმოება 2 ცვლაში გააქტიურა. მიზეზი მე-9 სკოლის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გახდა. თუკი გასულ წლებში სკოლას 527 ადგილი ჰქონდა, დღეს ამ ციფრმა 700-ს მიაღწია.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ საშუალო ფართის გამოყვანა ამ ეტაპზე უადგილოა. მისი თქმით, არის სკოლები, რომელთა კონტიგენტი დასახელებულ ევროპულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა გარემონტებულ და მოწესრიგებულ სკოლებში მართლაც შესამჩნევია.

ქალაქ გორში ამჟამად 12 საჯარო სკოლაა.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.