Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
შიდა ქართლის 18 გუბერნატორი ბოლო 23 წელიწადში
თავარ ფოტოზე: 2003 წელი, მაისი, ერთმანეთს ,,მოქალაქე კავშირისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.

იდა ქართლს, რწმუნებულ-გუბერნატორის რანგში, დღეს მე-18 მოხელე მართავს. 33-წლის გიორგი ხოჯევანიშვილმა ის სკამი დაიკავა, რომელსაც, მანამდე 17 მამაკაცი ფლობდა.

რწმუნებულ-გუბერნატორის ისტიტიტუტი, დამოუკიდებელ საქართველოში, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან ჩნდება. ამ ინსტიტუტის გაუქმება-არგაუქმების შესახებ, მუდმივად დისკუსია მიმდინარეობს.

qartli.ge-მ მოაგროვა მასალები შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორების შესახებ. მათგან დიდი ნაწილი პოლიტიკაში აღარაა. ყველაზე დიდხანს რეგიონს ირაკლი ბოჭორიძე მართავდა, თუმცა, იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ ბოჭორიძე ფორმალური მმართველი იყო.

რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი, დავით პაიჭაძე, ხატიძის მმართველობის პერიოდს, აქტიურად აშუქებდა. იმ პიროვნების შესახებ წერდა სტატიებს, რომელიც რეგიონის კადრების მთავარი სამჭედლო იყო. 1996 წელს გუბერნატორი ხატიძე დააწინაურეს და რეგიონული მართვისა და პოლიტიკის სამსახური ჩააბარეს. შიდა ქართლის გუბერნატორად კი, იმავე წელს კასპის გამგებელი ირაკლი ბოჭორიძეს დანიშნეს.

,,შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტიდან რეგიონული მართვისა და პოლიტიკის სამსახურის უფროსად გადმოსვლის შემდეგ ბადრი ხატიძემ გავლენა და მართვის სადავეები მანამდე მისდამი რწმუნებულ რეგიონში შეინარჩუნა. ირაკლი ბოჭორიძის დანიშვნა, მეტწილად, ხატიძისა და პრეზიდენტის შეთანხმების შედეგია." - წერდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დავით პაიჭაძე.

თუმცა, ხატიძემ დედაქალაქში იმ პერიოდის სამოქალაქო სექტორის ზეწოლას ვერ გაუძლო. მის ქონებრივ დეკლარაციებში ქექვა დაიწყეს. 2002 წელს, შევარდნაძემ ხატიძეს უკვე ,,მომწიფებული" უწოდა. ხატიძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა აქაც მის ადგილას ირაკლი ბოჭორიძე დანიშნეს. შიდა ქართლი კი, გორის მერს დავით ქობლიანიძეს ჩააბარეს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი წერდა, რომ პიროვნებების შეცვლით, ბადრი ხატიძის გავლენა მაინც არ შესუსტებულა, რადგან ორივე მათგანი - ბოჭორიძეც და ქობლიანიძეც ხატიძის კადრები იყვნენ. 

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრია გიორგი ხატიძე ,,ქართული ოცნებიდან", ბადრი ხატიძის შვილი.


რწმუნებულ-გუბერნატორები 1995 წლიდან 2018 წლამდე


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.