Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ჩხრეკა და ფოტოს გადაღება - გორში საპოლიციო კონტროლი ჩატარდა
გორის შს სამმართველოს
თანამშრომლები ღამის საათებში ქალაქში საპოლიციო კონტროლს აწარმოებენ.
ერთ-ერთი ფაქტის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა
გადაიღო.
წმინდაწყლის დასახლებაში, დაახლოებით 23:30 სთ-ზე, ოთხმა სამართალდამცველმა ორი მოქალაქე გააჩერა. თავდაპირველად, გაჩხრიკეს, შემდეგ, მობილური ტელეფონით ფოტოები გადაუღეს. მცირეხნიანი საუბრის შემდეგ მონაცემები ტელეფონში ჩაიწერეს და შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე გაუშვეს. პროცესი 3-4 წუთი გაგრძელდა.
საპოლიციო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ტარდება, სხვადასხვა მეთოდებით. მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ღონისძიების დროს ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა შემოწმება, ისე ავტომობილების გაჩერება და შემოწმება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიების განხორციელების წესსა და საფუძვლებს განსაზღვრავს პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.
,,აუცილებელია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით. გვსურს ასევე ავღნიშნოთ, რომ პოლიციის საქმიანობა არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სხვა უფლებებს." - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ცნობით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ:
- ღონისძიების დაწყებამდე, პოლიციელი ვალდებულია მოქალაქეს წარუდგინოს თავი, აგრეთვე მისი სამუშაო ადგილი;
- რეიდის განხორციელებისას სავალდებულოა, პოლიციელი აღჭურვილი იყოს სამხრე ვიდეო-კამერით, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს მოქალაქესთან კონტაქტის დროს;
- რეიდის ფარგლებში, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მის ტანისამოსზე მხოლოდ გარედან შეხების გზით პირის შემოწმებას. ზედაპირული შემოწმების დროს პოლიციას არ აქვს უფლება, პირს ჯიბესი ჩაუყოს ხელი, გახადოს ტანსაცმელი, ან თავად მოქალაქეს სთხოვოს ამის გაკეთება;
- ზედაპირულ შემოწმებას ატარებს იგივე სქესის პოლიციელი;
- თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში დაირღვა მისი უფლებები, ან სამართალდამცავმა დაარღვია ეთიკის წესები, მას შეუძლია მიმართოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ნომერზე 126.
რაც შეეხება ფოტოგადაღებას, პოლიციას უფლება აქვს მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.
პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია: ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება; ბ) ფოტოსურათის გადაღება; გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; დ) სიმაღლის გაზომვა; ე) ხმის ჩაწერა; ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
პოლიციელი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი მოქალაქე. მოქალაქის მიერ ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოქალაქეს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |