Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში ტურისტულ უბანში კაფე ,,ფავორი" დაიხურა
რანგულსახელებიან გორის კაფეების რიცხვს ერთი ობიექტი მოაკლდა. კაფე ,,ფავორი" დაიხურა და მის მაგივრად შენობას აწერია: ,,იყიდება"

,,ფავორი" გორის ყველაზე ტურისტულ ქუჩაზე მდებარეობს და მიმდინარე წელს გაიხსნა. მიუხედავად ამისა, მცირე ზომის კვების ობიქტებმა ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა. წერეთლის ქუჩაზე სხვა კაფე არაა. (რესტო-ბარის გარდა).

,,ფავორის" წარმომადგენელი ამ ეტაპზე მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს, გვითხრა, რომ არ სცალია სასაუბროდ.

ისტორიულ უბანში ევროპიდან ჩატანილი ე.წ. ,,სექენდ ჰენდის" ტანსაცმლის მაღაზიებია, რომლებიც, მეპატრონეების თქმით, კარგად მუშაობს.

გუშინ, შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეს-სამსახურის თქმით, შეხვედრა მედიასთან გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრის დროს გორის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ქალაქის ეკონომიური წინსვლისთვის ,,სტალინის თემა" კარგად იყიდება, ხოლო ტურისტებისთვის ისტორიული უბანი შესაბამისი პროფილით უნდა იყოს დატვირთული.



,,მე ვფიქრობ, რომ წერეთლის ქუჩაზე მეორადი მაღაზიების ადგილი არ არის" - თქვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რასაც გუბერნატორი დაეთანხმა: ,,გეთანხმებით, მეც მგონია, რომ მეორადების ადგილი მანდ არ არის, მაგრამ კერძო პირებთან ამის აკრძალვა ჩვენი მხირდან არ გამოვა. ალბათ, თვითონ, მესაკუთრეებმა უნდა იფიქრონ ამის შესახებ" - განაცხადა გუბერნატორმა.

შეხვედრაზე ასევე ისიც თქვეს, რომ (ჟურნალისტების მხრიდან) მომსახურების სფერო დაბალია, განსაკუთრებით, კვებისა და სასტუმროს სფეროში. ერთ-ერთი ჟურნალისტის ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც ,,ბუკინგ,ქომ"-ით დაჯავშნულ ნომრებში ტურისტებს ადგილი დაკავებული ჰქონდათ.

იხ. ამავე თემაზე:


რატომ გარბის ტურისტი გორიდან თბილისში?!

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.