Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
“დიახ, ეს არის ოკუპაცია” - გერმანიის კანცლერს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს
ნგელა მერკელს თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტმა ჰკითხა: – “აფხაზეთის და ცხინვალის შემთხვევაში ყოველთვის ამბობთ, რომ ეს არის უსამართლობა. მაინტერესებს, თვლით თუ არა რომ ეს ოკუპაციაა? მერკელმა პასუხის გაცემისას თქვა, რონ შეკითხვა ვერ გაიგო.

სტუდენტმა შეკითხვა კვლავ გაიმეორა. “დიახ, ეს არის ოკუპაცია” – კანცლერის პასუხს დარბაზში ტაში მოჰყვა. - ,,საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები და ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას ითხოვს" - ციტირებს ანგელა მერკელის სიტყვებს ,,ნეტგაზეთი"

გერმანიას საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სტატია საზოგადობრივმა მაუწყებელმა თარგმნა, რომლის  თანახმად, როგორც სამხრეთ კავკასიური ტურნეს პირველ ქვეყანაში ვიზიტისას ანგელა მერკელმა განაცხადა, მას საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება სურს.

„ჩვენ საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე ვიმყოფებით ევროკავშირის საშუალებით, რის მაგალითსაც ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ანგელა მერკელის სამხრეთკავკასიური ტურნეს პირველი გაჩერება იყო. ამის შემდეგ ის სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.

„ფედერალური მთავრობა დაინტერესებულია რეგიონის კარგი განვითარებით და მხარს უჭერს ამ ქვეყნებში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევას უჭერს მხარს.

კანცლერის განცხადებით, ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. მისი თქმით, გერმანია ეცდება, საკუთარი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის დარეგულირებაში. როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, არ შეიძლება ასეთი უსამართლობის დავიწყება და საჭიროა ხელშეწყობა, რომ ეს საკითხი იდგეს დღის წესრიგში.

რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გაფორმდა 193 მილიონი ევროს ღირებულების ორი შეთანხმება.

„შემთხვევითი არ არის, რომ მე თან მახლავს ბიზნესმენთა დელეგაცია“, – აღნიშნა კანცლერმა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.