Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
EU4Youth: ევროკავშირი იწყებს ახალ პროექტებს ახალგაზრდობის დასაქმების ხელშესაწყობად
.ევროკავშირის EU4Youth ინიციატივის ფარგლებში საქართველოში სამი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. სამივე პროექტი უკვე მუშაობს ახალგაზრდებთან დასაქმების შესაძლებლობის ამაღლების, უნარ-ჩვევების განვითარებისა და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

ეს არის ევროკავშირის მხარდაჭერის ახალი პაკეტის ნაწილი, რომლის შესახებ 2017 წლის ნოემბერში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შეთანხმდნენ. მხარდაჭერის მიზანია რეგიონში ახალგაზრდობის მხარდაჭერა და განათლება.

სამივე პროექტი ეხმარება ქართველ ახალგაზრდობას - განსაკუთრებით დაუცველ ახალგაზრდებს - დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებაში სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებით და შრომის ბაზრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებით.

პროექტი EU4Youth: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის, ხორციელდება Save the Children მიერ. დაიწყო ყოვლისმომცველი შრომის ბაზრის შეფასება იმის დასადგინად, თუ რომელი უნარები და პროფესიებია ყველაზე უფრო მოთხოვნადი, რას გვთავაზობს განათლების სექტორი და რამდენად შეესაბამებიან ახალგაზრდები საერთო სურათს. სხვა დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ვაკანსიების ძიების ორგანიზებას, მცირე გრანტებს ახალგაზრდებისთვის საწყისი დაფინანსების სახით და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარებას.

EU4Youth: პოტენციალის გაძლიერება დასაქმების უკეთესი პერსპექტივისთვის ხორციელდება დანიის წითელი ჯვრის მიერ. პროექტი ინტერვიუებს ატარებს საქართველოს ხელისუფლებასთან, კომპანიებთან და შრომის ბაზრის ორგანიზაციებთან ახალგაზრდობის საკითხებზე პარტნიორობის გაძლიერების ან ჩამოყალიბების მიზნით. სხვა დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს მეწარმეობის სწავლების სქემებს, ლიდერობის აკადემიის შექმნას და ტრენინგებს ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხებზე.

EU4Youth: SAY YES-Skills for jobs ხორციელდება World Vision-ის მიერ; პირველი ძალისხმევები მიმართულია ახალგაზრდობის სფეროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვაზე. სხვა დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს 23 ახალი SKYE (უნარ-ჩვევები და ცოდნა ახალგაზრდობის ეკონომიკური გაძლიერებისათვის) კლუბის ჩამოყალიბებას, არაფორმალური დასაწევი (catch-up) პროგრამების შექმნას სკოლის ნაადრევი მიტოვების შემთხვევაში, პროფესიული განათლებისა და სწავლების პროგრამების შემუშავებას მაგ. სასოფლო სამეურნეო და აგროტურიზმის სფეროსთვის.

მოკლე ცნობები:

2017 წლის ნოემბერში გამართულ ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დამტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ,,20 შედეგი 2020 წლისთვის", რომლებიც ფოკუსირებულია თანამშრომლობაზე მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად. სამიტის დეკლარაციაში გამოკვეთილი ძირითადი შედეგები მოიცავს ახალგაზრდობის და განათლების ახალ პაკეტს.

ახალგაზრდობის პაკეტის (Youth Package) ბირთვია EU4Youth პროგრამა (ამჟამად € 20 მილიონი, მეორე ეტაპი (10 მილიონი ევრო) მომზადების პროცესშია).  პროგრამა შედგება სამი კომპონენტისგან:

1. შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდული ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და /ან კერძო კომპანიებისთვის, ასევე ახალგაზრდული სექტორის მუშაკებისა და ლიდერებისთვის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. შეირჩა 53 პროექტი, მათ შორის 20 პროექტი სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიებისთვის და 15 პარტნიორობა მეწარმეობისთვის;

2. გრანტების სქემა, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდების განათლების და დასაქმების პერსპექტივებს რეგიონალური გრანტების მეშვეობით, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაუცველ ჯგუფებს. ახლახანს ხელმოწერილ რეგიონულ გრანტებს შორის არის შემდეგი ინიციატივები:

a. ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება გრანტების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია მეწარმეობის ხელშეწყობაზე, სამეწარმეო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, მათ შორის კონკრეტულ სექტორებში (მაგალითად, სოფლის მეურნეობა);

b. უკეთესი განათლება და უნარები შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში გრანტის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული უნარების მქონე ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდას, ასევე მათი ფორმალური და არა ფორმალური განათლების შესაძლებლობების გაძლიერებას;

c. თანამშრომლობის ჩამოყალიბება სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებსა და კერძო სექტორს შორის, რაც ხელს უწყობს დარგობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას.

3. კოორდინაციის კომპონენტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ახალგაზრდობაზე ფოკუსირებით თანამშრომლობის გაღრმავებას პროგრამის კომპონენტებს შორის, ასევე ევროკავშირის EU4Youth პროგრამასა და სხვა აქციებს შორის და EU4Youth პროგრამისთვის თანმიმდევრული კომუნიკაციისა და თვალსაჩინოობის უზრუნველყოფას
.

EU4Youth პროგრამის მოკლე მიმოხილვას იხილავთ ბმულზე: http://www.euneighbours.eu/en/east/eu-in-action/projects/eu4youth .
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.