Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ევროკავშირის გრანტით ,,ლომჭაბუკისა“ და ,,გორისციხის“ მიმდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადეს
გორში, ,,ლომჭაბუკისა“ და ,,გორისციხის“ მიმდებარე
ტერიტორიის რეაბილიტაცია 75 დღეში დასრულდება. ტენდერი 7 სექტემბერს
გამოცხადდა, ხოლო გამარჯვებული კომპანია 24-დან 29 სექტემბრამდე
გამოვლინდება. გამარჯვებული კომპანია მუშაობას 2018 წლის 31 დეკემბერს
დაასრულებს.
საპროექტო ორგანიზაცია ,,ჯეოჰაუსმა“ უკვე დაამთავრდა პროექტის ვიზულიზაციაზე მუშაობა. სწორედ, ,,ჯეოჰაუზის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით მოხდება ლომჭაბუკისა და გორისციხის მიმდებარე ტერიტორიის (ბილიკების) რეაბილიტაცია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ ეტაპზე, 550 000 ლარი დაიხარჯება ,,26 მაისის სახელობის“ სკვერის (იგივე ლომჭაბუკი) და ამ სკვერში არსებული შენობის სარეაბილიტაციოდ; ასევე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ ავტოპარკინგი და გორის ციხე-სიმაგრესთან მისასვლელი ფეხით სავალი ბილიკები მოეწყობა.
პროექტი მასშტაბურია და მოთხოვნილების მიხედვით, ის ისეთმა კომპანიამ უნდა განახორციელოს, რომელსაც ანალოგიური სამუშაოებზე გამოცდილება აქვს. ასევე, უნდა წარადგინოს შესაბამისი სპეციალისტების შესახებ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები. ევროკავშირის თანხა გორის მერიის ბიუჯეტის მეშვეობით დაიხარჯება.
2017 წელს, ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით, გამოიყოფა. ჯამში პროექტის ღირებულება 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს.
28-თვიანი პროექტი 2020 წელს დასრულდება. მისი მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წარმოდგინეთ იმ ფოტოსურათებს, რომელიც 75დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ,,ლომჭაბუკის“ (გამარჯვების მემორიალი) ტერიტორიას და გორისციხის ასასვლელ ბილიკებს ასახავს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |