Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის ბაზრის მეწილე პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის შვილიშვილი გახდა
გორის აგრარულ ბაზარს, ,,21-ე საუკუნეს" ახალი
მეწილე ჰყავს. ამის შესახებ მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრმა მოიძია. 2018 წლის აგვისტოდან, 19-წლის ელენე მანჯგალაძე
აგრარული ბაზრის აქციების საერთო რაოდენობის 17%-ის წილის მფლობელი
გახდა.
აღნიშნული ოდენობის აქციების ღირებულება, რამდენიმე ხნის წინ, 20 ათასი ლარი იყო, რადგან ერთ-ერთმა მეწილემ აღნიშნულ ბაზარში, იგივე რაოდენობის წილი, სწორედ, ამ ფასად გაყიდა.
რაც შეეხება პარლამენტარის შვილიშვილს, მას აქციები ბებიამ, ციცინო კალანდაძემ აჩუქა. ციცინო კალანდაძე ამ ბაზარში წილს 2007 წლიდან ფლობდა. მას ეს წილი მისმა მეუღლემ, იოსებ მაკრახიძემ აჩუქა.
,,21-ე საუკუნე" გორში 21-ე საუკუნის დასაწყისში, 2000 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები იყვნენ: ზაურ საგანელიძე (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე); ზურაბ წკრიალაშვილი (გორის ყოფილი გამგებელი), შალვა კეჩხუაშვილი (სოფლის მეურნეობის სამმართველოს ყოფილი უფროსი) და თემურ ხაჩიური (საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე).
2000-დან 2007 წლამდე ბაზრის მეწილეთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა რიცხვში საგზაო ტრესტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იოსებ მაკრახიძე მოხვდა. თავდაპირველი კაპიტალი სულ რაღაც 11 ათას ლარს შეადგენდა. იოსებ მაკრახიძემ საგზაო ტრესტის საფუძველზე შექმნა კომპანია ,,იბოლია", რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიონია მუნიციპალიტეტის. ,,იბოლიას" კაპიტალი, 2016 წლის მონაცემებით, 12 მლნ ლარს შეადგენდა.
ამჟამად, ,,21-ე საუკუნის" ადმინისტრაცია მიწის ფართს ითხოვს მდინარე ლიახვის გასწვრივ, ,,26 მაისის სახელობის სანაპიროს" ტერიტორიაზე. ამ საკითხს საკრებულოს წევრები უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |