Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ლაშა დარსალია: „საერთაშორისო საზოგადოება ოკუპაციას არასოდეს შეეგუება“
ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არა მარტო ქართული, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. ამ მხრივ საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს,“ - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ევროკავშირის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვან მესიჯებს შეიცავდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და მის სამშვიდობო მიდგომებს და იმას, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მძიმე მდგომარეობა, რაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და რომლის სამწუხარო შედეგიც იყო ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელობები, ბაშარულის საქმე. ესაა საკითხები, რომელთაც საქართველოს მთავრობა სვამს ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამას გააგრძელებს მანამ, სანამ სამართალი არ აღსრულდება,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ევროკავშირი ასევე მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.