Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Рaшәaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
სოციალურად დაუცველთა დახმარების ახალი პროექტი საქართველოში
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.

2018 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა სოციალურად დაუცველი ჯგუფების (ქალები და ბავშვები) დახმარების პროექტი, რომელიც ხორციელდება შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებზე და გულისხმობს სოციალურად დაუცველ ბავშვთა და ქალთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ტარდება 7 ობიექტზე, რომლებიც ეკუთვნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს „ბავშვი და გარემო“ და „ბილიკი“.



პროექტის განმახორციელებელი და დონორები: პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ADRA-Georgia (The Adventist Development and Relief Agency), რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისადმი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

საქართველოს ტერიტორიაზე ADRA-მ 1996 წლიდან დაიწყო მუშაობა და განაგრძობდა მოსახლეობის დახმარებას სხვადასხვა პროექტით 2011 წლამდე. 2011 წელს ADRA-ს ოფისმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. ოფისი ხელახლა გაიხსნა 2016 წლის აგვისტოში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „პოლონეთის დახმარება“ (Polish aid).

"ბილიკის" შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ შეიქმნა 1997 წელს, იმ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა დახმარება გაეწია და ჯანსაღი ცხოვრებისაკენ მოებრუნებინა ღარიბი, დევნილი ოჯახის შვილები და ის ბავშვები, რომლებიც ცხოვრების პირობების გამო იძულებულნი არიან დროის დიდი ნაწილი ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების გარეთ - ქუჩაში გაატარონ ან ამ რისკის ქვეშ იმყოფებიან. დღესდღეობით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ბილიკი“ ბავშვზე ზრუნვის პროგრამას ახორციელებს შემდეგ სერვისებში:

- ორი დღის ცენტრი (30-30 ბავშვი)

- სამი საოჯახო ტიპის სახლი (10 ბავშვი თითოში)

- დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (10 ბენეფიციარისთვის)

- ადრეული განვითარების პროგრამა, 0-დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთათვის.

სამომავლოდ „ბილიკი“ გეგმავს დამოუკიდებელი ცენტრის ჩამოყალიბებას შშმ სტატუსის მქონე ბავშვთათვის.

თითოეული ამ ცენტრის მუშაობა მიმართულია საგანმანათლებლო, პროფესიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევაზე ბენეფიციართათვის.

„ბილიკის“ მომსახურება ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე (გორი, ხაშური). ორგანიზაციის მთავარი დამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორია ქალბატონი მარინა მრევლიშვილი.


პროექტში ჩართული სარემონტო ობიექტების შესახებ: ADRA-Georgia-ს ზემოთ აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის ტერიტორიაზე შეეხო ორგანიზაცია „ბილიკი“-ს ოთხ სერვისს: დედათა და ბავშვთა თავშესაფარსა და სამ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ქ.გორსა და ქ.ხაშურში.

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ქ.ხაშური, იმერეთის ქ. („ბილიკი“)




თავშესაფარი გათვილია ბავშვის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 10 ბენეფიციარისთვის (5 დედა, 5 შვილი), ანუ დედებისთვის, რომელთაც არ აქვთ შვილის გასაზრდელად საჭირო გარემო და არსებობს მათი მხრიდან ბავშვის მიტოვების საშიშროება. თავშესაფარში მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 3 აღმზრდელი.

შენობა 2017 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“.

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, ქ. გორი. („ბილიკი“)





სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ.

შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“.

მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ქ.ხაშური, მეტრეველის ქ. („ბილიკი“)




სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ.

შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“.

მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ქ.ხაშური, პუშკინის ქ. („ბილიკი“)




სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ.

შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“.

პროექტი გულისხმობს აღნიშნულ სერვისებში ინფრასტრუქტურის განახლებას, საჭიროების და მიხედვით განათებისა და საკანალიზაციო სისტემების, სახურავის გამოცვლას. ეზოებში ბავშვებისათვის გასართობი მოედნების კეთილმოწყობას.


ანალოგიური პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლში, ორანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ კუთვნილებაში მყოფ სამ სერვისში ქ.თბილისში, ქ.რუსთავსა და ნორიოს დასახლებაში
.


პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.