Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მეუფე ანდრია: ,,ვალდებულები ვართ გამოვთქვათ ჩვენი აზრი"
სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან
დაკავშირებით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატზე, ამ ფორმით
არ უნდა ერეოდნენ სასულიერო პირები, ტელეკომპანია ,,პირველის" ეთერში
გორისა და ატენის მიტროპოლიტს ჰკითხეს. მეუფე ანდრიას განცხადებით,
სასულიერო პირები ვალდებულები არიან საკუთარი აზრი გამოთქვან:
,,მე პირადად მოხარული ვიქნები, თუ ქალბატონი სალომე, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, კონკორდატის მუხლების ამოქმედებაში მიიიღებს აქტიურ მონაწილეობას და ეს მუხლები, რომელიც კონკორდატში არის ჩაწერილი, კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს ეკლესიასა და სახელმწიფოს. იმ მხრივ, თუ სასულიერო პირებს აქვთ თუ არა თავისი აზრის გამოთქმის უფლება, საზოგადოებისთვის მწვავე საკითხებზე, მე პირადად, ვფიქრობ, რომ სასულიერო პირები და, ზოგადად, ეკლესია პოკლიტიკურ პროცესებში კი არ ერევა, ძალიან სწორედად უნდა იყოს ეს გაგებული, ვთვლით, რომ ვალდებულები ვართ გამოვთვქათ ჩვენი აზრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, როგორც ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს ცოცხალი კავშირი და ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობასთან; როგორც მის რეალურ ან პოტენციურ მრევლთან; და საზოგადოების ცხოვრების წესსზე ან მის მოწყობაზე, გამოვთვქათ ჩვენი აზრი, დამოკიდებულება და ამავე დროის საჯაროდ გადმოვცეთ ჩვენი მრევლის განწყობა და გულისტკვილი." - განაცხადა მიტროპოლიტმა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ,,იმედის" ეთერში სასულიერო პირებს, კერძოდ, მეუფეებს მოუწოდა პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯვნა და კონკორდატის დაცვა:
"არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე. მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "იმედის" ეთერში.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილს ნუ აყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს. ამასთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – ნათქვამია პატრიარქის მიამრთვაში.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |