Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
საბჭოთა პერიოდის გააზრების შესახებ გორში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საჯარო დისკუსიას გამართავს
დღეს,
21 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის
რეგიონული ბიურო გორის უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიას მართავს.
მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში: საბჭოთა წარსულის
კრიტიკული გააზრება თუ ძეგლებთან ომი?
დისკუსიაზე მსჯელობა შემდეგ საკითხებზე გაიმართება: როგორ ხდება საბჭოთა პერიოდის გააზრება დღეს საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე? როგორ ხდება მეხსიერების პოლიტიკის შემუშავება და რა როლი აქვს პოლიტიკურ ელიტას ამ პროცესში? როგორ განსაზღვრავს საქართველოში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი მეხსიერების პოლიტიკას?
მომხსენებლები არიან: თამარ ქარაია, ასისტენტ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დავით ჯიშკარიანი, მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
მოდერატორი: ლილია ჩიხლაძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
,,საქართველოში მეხსიერების პოლიტიკის შესახებ დისკუსიები პერიოდულად ჩნდება, მაშინ როცა სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია მოსახლეობის სტალინისადმი დამოკიდებულების გამოკითხვის შედეგებს გამოაქვეყნებს ან ტელევიზიისა თუ რადიოს მეშვეობით საბჭოთა წარსულის რომანტიზებას ვისმენთ. უახლეს წარსულში, სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან წამოყენებული ინიცატივები რეალურად მიზნად ისახავდა არა საბჭოთა პერიოდის სიღრმისეულ გააზრებას, არამედ მორგებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს და ხშირად ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს უკავშირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მეხსიერების პოლიტიკაზე მუშაობა მცირე ჯგუფის ან პოლიტიკური ელიტის მიერ ხდება და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა ნაკლებია." - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |