Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
1 ოქტომბერს მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
1 ოქტომბერს მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის დაწესება 1990 წელს მიღებულ გაეროს რეზოლუციას უკავშირდება და მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარებაში ხანდაზმულ პირთა წვლილის აღიარებას.

სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე საერთაშორისო დონეზე გადადგმული პროგრესული ნაბიჯებისა, ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში კვლავაც მრავალი გამოწვევაა.

,,სისტემურ პრობლემებს შორის კვლავ აქტუალურია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, მათ მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის პრობლემა, უწყვეტი განათლების სისტემის ხარვეზები, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტურობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა." - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

დასახელებულ პრობლემებზე ასევე ყურადღება გამახვილდა გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის როზა კორნფელდ მატეს ანგარიშში, რომელიც 2018 წელს საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის შედეგებს ასახავს. ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომდგენლებს და გაიზიარა სახალხო დამცველის შეფასებები ხანდაზმული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად გააგრძელებს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას და იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ორგანოები მიიღებენ დროულ და ეფექტიან ზომებს ამ პირთა მიერ ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტური თავისუფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

მსოფლიოში მოსახლეობის დაბერების კვალდაკვალ დღის წესრიგში დგება ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დღესაც მოუწოდებს სახელმწიფოებს გააძლიერონ ძალისხმევა ხანდაზმული ადამიანების განსაკუთრებული საჭიროებების და გამოწვევების საპასუხოდ. ვინაიდან, ადეკვატური ხელშეწყობის პირობებში მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირებაში.

სწორედ ამიტომ, 2018 წელს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ეძღვნებათ „ხანდაზმულ ჩემპიონებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“ - მათ, ვინც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს ადამიანის უფლებების განვითარებას, სრულყოფასა და ევოლუციას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მოღვაწეობით და წვლილი შეიტანეს თავისუფალი მსოფლიოს შექმნის პროცესში.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.