Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა წინაგარელი პენსიონერი ქალი დააკავეს და პენსია ჩამოართვეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბობნევთან (ახალი
ხურვალეთი) რუსმა სამხედროებმა პენსიონერი ქალი დააკავეს. ამის
შესახებ ადგილობრივებმა სახელმწიფო მინისტრს, შერიგებისა და
სამოქალაქო საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს განუცხადეს.
მათი თქმით, შემთხვევა რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ვიდრე მაია ოთინაშვილს დააკავებდნენ. ქეთევან ციხელაშვილი გუშინ საღამოს ოთინაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.
ბობნეველები (ახალი ხურვალეთი) ამბობენ, რომ პენსიონერი ქალი სოფელ წინაგარაში ცხოვრობს. ამ სოფელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აკონტროლებს.
,,წაიყვანეს ეს ქალი, ჯარიმაც გადაახდევინეს და ის ფულიც წაართვეს, რაც აქედან პენსია წაიღო" - უთხრეს ციხელაშვილს ბობნეველებმა.
მაია ოთინაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მათ სოფელში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ძირითადად პენსიონერები პენსიის ასაღებად გადმოდიან. გზად კი, ოთინაშვილის ნაკვეთები უნდა გაიარონ. მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევი ამბობს, რომ პენსიონერებს მისი შვილი გადმოსვლას ვერ აუკრძალავდა.
დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მაია ოთინაშვილს, სწორედ, ამ ხელშეწყობის გამო, ედავება. 37-წლის ქალი 2018 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. 1 ოქტომბერს, უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა მაია ოთინაშვილის საქმის არსებითი განხილვა, ორთვეზე ბევრად ადრე მოხდეს, სავარაუდოა, რომ ეს პროცედურები ორ დღეში დასრულდესო. მაია ოთინაშვილს 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და აქვს ჯანმრთებლობის პრობლემები. მის გასათავისუფლებად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები არიან ჩართულები.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |