Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კოშკებში მოსახლეობა მდინარეზე გადასასვლელ ბოგირის მოწყობას ითხოვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში მოსახლეობის ერთი ნაწილი მდინარე მეძლებას მარჯვენა მხარეს ცხოვრობს. ამის გამო, ნალექის პერიოდში, ისინი სოფლის მეორე მხარეს ვერ გადადიან. ვითარება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უფრო რთულდება, რადგან წვიმისა და თოვლის გამო, მისასვლელი გზაც გაუვალი ხდება.

კოშკების მოსახლეობამ აღნიშნული პრობლემა ორგანიზაცია "მომავლის ახალხიზასა" და მის თანაპარტნიორ "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის CIPDD"-ის რეგიონულ ხელმძღვანელს მიხეილ ჩიტაძეს გააცნეს.

,,სოფელში მოსაგვარებელია რამოდენიმე ინფრასტრუქტურული პრობლემა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დაასახელეს მდინარე მეძლებაზე გადასასვლელი ბოგირის მოწყობა. სოფელ კოშკების ერთი უბანი განლაგებულია მდინარე მეძლებას მარჯვენა მხარეს, სადაც 18 ოჯახი ცხოვრობს. უბნისკენ მიმავალი 100 მეტრიანი საკმაოდ დახრილი გზა კვეთს მდინარეს, რომელზეც არაა გადასასვლელი. ფეხით მოსიარულეებს უხდებათ მდინარეზე გადებულ მორზე გადასვლა, ხოლო მძღოლები იძულებული არიან მდინარის ქვიან კალაპოტში გაიარონ, რაც განსაკუთრებით დიდ სირთულეს ზამთრის პერიოდში ქმნის. მდინარემდე მისასვლელი გრუნტის გზა ნიაღვრისგან იხრამება, ის ზამთრის პერიოდში იყინება. ზამთარში ფაქტობრივად ერთი უბანი მეორეს წყდება. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ჩავარდნენ მდინარეში, ხოლო მანქანები დაზიანდნენ მოცურების გამო." - აცხადებს ,,მომავლის ახალხიზას" ხელმძღვანელი მაგული მამუკაშვილი.

პროექტის მიზანს სოფელ კოშკების, მდინარე მეძლების გადაღმა უბნის მცხოვრებთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. ორგანიზაციის დახმარებით, კოშკებში მდინარე მეძლებაზე მოეწყობა ორი ბურჯი:

,,რისთვისაც შევიძენთ შესაბამისი რაოდენობის არმატუასა და მზა ბეტონს. მოსახლეობა თავად მოაწყობს ყალიბსა და მოქსოვს არმატურას, ჩაასხავს მოტანილ ბეტონს, ასევე შევისყიდით გამზადებულ ლითონის კონსტრუქციას, რომელიც ამწის საშუალებით დამონტაჟდება ბურჯებზე, მოსახლეობა თავისი მასალით მოაწყობს მოაჯირებს და ჩვენს მიერ ნაყიდი საღებავით შეღებავს ლითონის კონსტრუქციას. შეძენილ იქნება ინერტული მასალა, რომლითაც მოეწყობა პანდუსები ბოგირზე მისასვლელად.
მოსახლეობიდან არჩეული იქნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის განხილვასა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების პროცესში." - განმარტავს მაგული მამუკაშვილი
.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.