Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Рaшәaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი - გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ (R)
.გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ცნობილია, ვინ არის ქვეყნის მტერი და ამასთან, მტერია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის დასუსტებას ცდილობს.

„სტაბილიზაცია, დამშვიდება, გაერთიანება – ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს. ეს არის ის, რისთვისაც გადავწყვიტე ვიყარო კენჭი პრეზიდენტობაზე და ის არის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს მტერს.

მტერი არის ძალიან კონკრეტული და ყველამ ვიცით, ვინ არის, მაგრამ მტერი არის ასევე ყველა ის, ვინც ამით სარგებლობს, რომ ქვეყანა დაასუსტოს, დაშალოს და არ მოგცეს ის გასაქანი, რომელიც გვჭირდება, რომ განვითარების გზაზე ვიაროთ უფრო სწრაფად, ენერგიულად და უფრო შედეგიანად.

არ არის გასაკვირი და შემთხვევითობა, რომ პირდაპირ რუსული პიარი ოფიციალურად და ღიად არის ჩართული ჩემს საწინააღმდეგო პიარში. როგორც წარსულში, რუსეთის სამსახურებს დღესაც ძალიან კარგად ესმით, დიდი ხნის შესწავლილი აქვთ ქართული ცნობიერება და იციან, რას უნდა დაარტყან, რას უნდა უმიზნონ. უმიზნებენ რას – სამ მცნებას: მამული, ენა, სარწმუნოება. სამივეში ბრალს მდებენ. ამიტომ, ეს არ არის შემთხვევითობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არსებული აგრესიის მიზანი დაპირისპირების გამოწვევაა.

„ეს ყველაფერი გავიგეთ, ვიცით. ახლა აქედან უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რადგან მთავარი მიზეზი ამ აგრესიისა და ძალადობისა არის სწორედ, რომ დავრჩეთ ამ ძალადობაში, დაპირისპირებაში, რომ ვუპასუხოთ. ერთი, რომ, ნერვიულობაში ვიყოთ ჩაძირული და გადავიდეთ კითხვა-პასუხში, ქიშპობასა და ბრძოლაში – სიტყვიერი იქნება, თუ სხვა ფორმით. ეს არის ჩვენი გზიდან გადასვლა, რაც არ უნდა დავუშვათ. მე მოვდივარ არა იმისთვის, რომ ვიღაცასთან შიგნით დავიწყო ბრძოლა, მოვდივარ პირიქით, ახალი ხედვით, რათა დასრულდეს მართლა ამ ქვეყანაში და თუ მეტი ვერაფერი შევძელი, ეს მაინც უნდა შევძლო, რომ გადავიდეთ ახალ პოლიტიკურ კულტურაზე, ახალ ხედვასა და ურთიერთობებზე და შევქმნათ ის ქვეყანა, რომელიც მართლა უნდა იყოს 21-ე საუკუნის ქვეყანა და არა სადღაც გაჩერებული, გაჭედილი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და 21-ე საუკუნეს შორის და არ ვიცით, როგორ მოვირგოთ ეს 21-ე საუკუნე, რადგან არ ვართ შესული გამბედაობით, არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ადგილი იქ არის. ჩვენი ადგილი იქ არის, თუ წარსულს უკან დავტოვებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმ
.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.