Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ციხელაშვილი: „სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი ფაქტები საერთოდ არ ხდებოდეს“
„ამ შედეგის მიღწევა იყო გასული დღეებისა და 24 საათიანი სამუშაო რეჟიმის მთავარი მიზანი“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გატაცებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოფელ ბობნევში, ოთინაშვილის ოჯახში გააკეთა, სადაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელთან, თამთა გოგუაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ოთინაშვილის ოჯახში დღეს სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც გათავისუფლების პროცესში იყვნენ ჩართულები.  

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ბოლო დღეების მთავარი ამოცანა - ქალბატონის გათავისუფლება და შვილებისათვის დედის დაბრუნება მიღწეულია. თუმცა, გრძელდება მუშაობა მეორე უმთავრესი მიზნის - მსგავსი ფაქტების აღმოფხვრის მისაღწევად.

„ფაქტთან დაკავშირებით შეფასება მხოლოდ ერთგვარი შეიძლება იყოს - მორიგ, აბსოლუტურად უკანონო ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაია ოთინაშვილი ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, თავის საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. პირველი დღეების განმავლობაში კომუნიკაციის საშუალებაც კი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი მყისიერად ჩაერთო.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა აპარატმა და აბსოლუტურად ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ, კომპეტენციიდან გამომდინარე, ხელთ არსებული ყველა მექანიზმის მობილიზება მოახდინა - ფორმალურის, არაფორმალურის და მთელი ამ ერთობლიობით დღეს ეს შედეგი დადგა. ნებისმიერი მსგავსი უკანონობისას და უსამართლობისას, მთავარი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ისაა, რომ ადამიანი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს. თუმცა, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი ფაქტები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოდან და ჰუმანურობის პრინციპებიდან, საერთოდ არ ხდებოდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, უკანონო დაკავებები და მსგავსი ფაქტების პრევენცია ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც, რომლის მორიგი რაუნდიც სწორედ დღეს იმართება.

„ამ დღეებში არაერთი სხვა შეზღუდვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. მათ შორის ე.წ. ჯარიმების გაზრდის თაობაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტის შეტანის გართულებაზე და ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო წყაროთი დაკავებული პირების შესახებ სტატისტიკაც გამოქვეყნდა. ძალიან საყურადღებოა ის, რასაც მე არაერთხელ გავუსვი ხაზი და რაც ამ პოლიტიკის აბსურდულობაზე მეტყველებს - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები გაცილებით მეტი ადამიანია დაკავებული და არ ეძლევა საშუალება კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდეს, ვიდრე პირიქით. ანუ, რუსული წყაროებითაც კი დასტურდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრად მეტი ადამიანი ზარალდება მავთულხლართების პოლიტიკით, რომელთაც სურთ და სჭირდებათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება. ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა. ჩვენი ამოცანა მოლაპარაკებებისა და ნებისმიერ სხვა ფორმატში ისაა, რომ ადამიანებს გადაადგილება გაუადვილდეთ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

37 წლის მაია ოთინაშვილმა უკანონო პატიმრობაში 11 დღე გაატარა.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.